თუ იურიდიული ფაკულტეტი დარჩება სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თბილისში, პირველკურსელების მიღება აღარ მოხდება სოხუმის უნივერსიტეტში, სტუ-სა და ილიაუნიში - მინისტრი
თუ იურიდიული ფაკულტეტი დარჩება სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თბილისში, პირველკურსელების მიღება აღარ მოხდება სოხუმის უნივერსიტეტში, სტუ-სა და ილიაუნიში - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ფაკულტეტი არ უქმდება, უბრალოდ პირველკურსელების მიღება ახალი სისტემით გადავა იმ პროფილურ უნივერსიტეტებში, რომელიც შეხვედრების შედეგად განისაზღვრება.
„რაც შეეხება ერთი ფაკულტეტი ერთი ქალაქის პრინციპს, ავიღოთ იურიდიული ფაკულტეტის მაგალითი, თუ იურიდიული ფაკულტეტი დარჩება სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის თბილისში, პირველკურსელების მიღება აღარ მოხდება სოხუმის უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილიაუნიში, რომლებსაც ასევე აქვთ იურიდიული ფაკულტეტები, მაგრამ ის სტუდენტები რომლებიც დღეს ამ სამ უნივერსიტეტში სწავლობენ მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბოლომდე ისწავლონ ამ ფაკულტეტზე და მიიღონ ამ კონკრეტული უნივერსიტეტების დიპლომები. შესაბამისად, არავინ ფაკულტეტს არ აუქმებს უბრალოდ პირვეკურსელების მიღება ამ ახალი სისტემით გადავა იმ პროფილურ უნივერსიტეტებში, რომელიც შეხვედრების შედეგად განისაზღვრება“, - აღნიშნა მინისტრმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ბოლო პერიოდში ძალიან გამკაცრებული გვაქვს მიდგომები ქალაქის ეკოლოგიასთან მიმართებით - ნინო ლაცაბიძე
სხვა სიახლეები
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება
10.03.2026.14:44
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მისაღებად ელექტრონული განაცხადის შევსება 16 მარტის 12:00 საათიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე rda.gov.ge იქნება შესაძლებელი.
განაცხადების მიღება გაგრძელდება პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტის, 5 მილიონი ლარის ამოწურვამდე.
სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა ერთ ბენეფიციარზე, მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში, შეადგენს არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250 000 ლარისა, ხოლო ხელის ჩაის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 1 000 ლარისა.
პროგრამის დადგენილი პირობებით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე და ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.
სახელმწიფო პროგრამის მიზანია მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროგრამის დაწყებიდან, 2019 წლიდან 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 42 მლნ ლარზე მეტით თანადაფინანსებულია 121 მლნ ლარზე მეტის ღირებულების 1,000 ერთეულზე მეტი მოსავლის ამღები სხვადასხვა სახის ტექნიკის შეძენა.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.