მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.5
-0.0023
flag
AZN 1.5994
-0.002
flag
CNY 39.556
0.0038
flag
EUR 3.1376
0.004
flag
GBP 3.6311
0.0025
flag
KZT 56.33
-0.0033
flag
TRY 0.0615
-0.0001
flag
USD 2.7189
-0.0034

წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა

news image

წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა, - ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.

„წმინდა სინოდის სხდომა მოწვეულ იქნა სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ სამძიმარი გამოუცხადა წმინდა სინოდის წევრებს, და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქის ლია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე.

ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით, მომავალი პატრიარქის არჩევა. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელთმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა, ანანია ჯაფარიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, წაკითხულ იქნა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ.

წმინდა სინოდმა ასევე დაადგინა: შეიქმნას დამკრძალავი კომისია შემდეგი შემადგენლობით: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტი დავით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ხონისა და სამტრედიისა მიტროპოლიტი საბა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, არგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მექლისედეკი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონე, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე, არქიმანდრიტი კირიონი“, – განაცხადა თეოდორ ჭუაძემ.

ამასთან, წმინდა სინოდმა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის თარიღად დაადგინა 2026 წლის 22 მარტი, კვირა. პატრიარქის სურვილის გათვალისწინებით, დაკრძალვის ადგილად განისაზღვრა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს დაამატებს l განრიგი დეტალურად

19.03.2026.11:32

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს.

„დამატებითი რეისების განრიგი შემდეგია:

თბილისი-ბათუმი-თბილისი (#888/887)
თბილისიდან გასვლა: 21:00
ბათუმში ჩასვლა: 02:22
ბათუმიდან გამოსვლა: 08:45
თბილისში ჩამოსვლა: 13:44

თბილისი-ფოთი-თბილისი (#872/871)
თბილისიდან გასვლა: 09:10
ფოთში ჩასვლა: 14:45
ფოთიდან გამოსვლა: 17:20
თბილისში ჩამოსვლა: 22:54

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#878/877)
თბილისიდან გასვლა: 18:30
ზუგდიდში ჩასვლა: 00:40
ზუგდიდიდან გამოსვლა: 08:35
თბილისში ჩამოსვლა: 14:44

რაც შეეხება სამგზავრო მატარებლების რეგულარულ განრიგს:

თბილისი-ბათუმი-თბილისი (#802/801)
თბილისიდან გასვლა: 08:00
ბათუმში ჩასვლა: 13:12
ბათუმიდან გამოსვლა: 16:50
თბილისში ჩამოსვლა: 21:49

თბილისი-ბათუმი-თბილისი (#804/803)
თბილისიდან გასვლა: 17:10
ბათუმში ჩასვლა: 22:22
ბათუმიდან გამოსვლა: 08:00
თბილისში ჩამოსვლა: 12:59

თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873)
თბილისიდან გასვლა: 17:30
ფოთში ჩასვლა: 23:00
ფოთიდან გამოსვლა: 07:10
თბილისში ჩამოსვლა: 12:39

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869)
თბილისიდან გასვლა: 08:15
ზუგდიდში ჩასვლა: 14:25
ზუგდიდიდან გამოსვლა: 17:10
თბილისში ჩამოსვლა: 23:19

თბილისი-ოზურგეთი-თბილისი (#854/953)
თბილისიდან გასვლა: 08:25
ოზურგეთში ჩასვლა: 15:37
ოზურგეთიდან გამოსვლა: 08:35
თბილისში ჩამოსვლა: 14:44

თბილისი-ბორჯომი-თბილისი (#618/617)
თბილისიდან გასვლა: 06:35
ბორჯომში ჩასვლა: 10:48
ბორჯომიდან გამოსვლა: 16:30
თბილისში ჩამოსვლა: 20:50

თბილისი-ბორჯომი-თბილისი (#686/685)
თბილისიდან გასვლა: 18:45
ბორჯომში ჩასვლა: 22:58
ბორჯომიდან გამოსვლა: 5:50
თბილისში ჩამოსვლა: 10:10

თბილისი-გარდაბანი-თბილისი (#6413/6414)
თბილისიდან გასვლა: 07:10
გარდაბანში ჩასვლა: 08:16
გარდაბნიდან გამოსვლა: 08:30
თბილისში ჩამოსვლა: 09:39

თბილისი-გარდაბანი-თბილისი (#6415/6416)
თბილისიდან გასვლა: 19:00
გარდაბანში ჩასვლა: 20:06
გარდაბნიდან გამოსვლა: 20:20
თბილისში ჩამოსვლა: 21:29

ბილეთების აღება შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. სამგზავრო რეისებზე ბილეთების გაცემა დღეს, 17:00 საათიდან დაიწყება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზს: 1331“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა