მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

წყნეთში, 10 000 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე განახლდება

news image

წყნეთში, ამილახვრის N23-ში, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ფართობზე, დასასვენებელი სივრცე განახლდება, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიაზე სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებისთვის კომბინირებული სივრცე მოეწყობა.

„გამწვანებულ ტერიტორიაზე განთავსდება ორი საბავშვო-გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით, სპორტის მოყვარულთათვის კი მოეწყობა ორი ფიტნეს ზონა, სადაც ტრენაჟორები და მაგიდის ჩოგბურთი დამონტაჟდება. გარდა ამისა, მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, პანდუსი ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის, სასმელი წყლის შადრევანი, დამონტაჟდება განათებისა და სარწყავი ქსელები, ასევე, დაიდგმება საპარკე საქანელა სკამები. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე ვიდეოკამერები განთავსდება. ამასთანავე, მოეწყობა სავალი ბილიკები, დაიგება ბალახი და დაირგვება მცენარეები. განახლებული სივრცე იქნება ძალიან ლამაზი. დარწმუნებული ვარ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული სივრცით უამრავი ადამიანი ისარგებლებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფოთში 9 აპრილის ხეივნის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

06.04.2026.17:45

ფოთში დაგეგმილი ურბანული განვითარების პროექტის მიზანია მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა, 9 აპრილის ხეივანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და შენობა-ნაგებობების განახლება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს როგორც ხეივნისა და სკვერის ფუნქციურ და ვიზუალურ გაუმჯობესებას, ისე მიმდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას.

საზოგადოებრივ სივრცეში მოეწყობა სასეირნო, დასასვენებელი და რეკრეაციული ზონები, განახლდება გამწვანება და დამონტაჟდება განათების თანამედროვე სისტემა. ასევე, იგეგმება ნიკოლაძის სანაპიროსთან საფეხმავლო და ვიზუალური ინტეგრაციის გაუმჯობესება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა