ცხოველების მოშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მომშენებლების მიერ, რომლებიც უნდა დარეგისტრირდნენ - მინისტრის მოადგილე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ლაშა ავალიანის განცხადებით, შინაური ცხოველების რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და რეალიზაცია მოწესრიგდება სპეციალურად მომზადებული კონტროლქვემდებარე ობიექტების მეშვეობით, რომელთა მონიტორინგს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად განახორციელებს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლაშა ავალიანმა განაცხადა პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება ძაღლებზე, რადგან ისინი ცოფის და სხვა დაავადებების მთავარი გამავრცელებლები არიან, ხოლო კატების იდენტიფიკაცია და სტერილიზაცია შემდგომ ეტაპებზე იგეგმება.
„ცხოველების მოშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მომშენებლების მიერ, რომლებიც უნდა დარეგისტრირდნენ - ესენი იქნებიან კონტროლქვემდებარე ობიექტები. ამ შემთხვევაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს ამას ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად. რომელიც ამ შემთხვევაში უკვე თვითონ განსაზღვრავს სარეალიზაციოდ განკუთვნილ, ასე ვთქვათ, სახეობას და მოახდენს მათ რეალიზაციას, თუმცა იქნება ჩარჩოებში მოქცეული. რა თქმა უნდა, არ განთავისუფლდება ის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისგან. ჩვენ პირველ ეტაპზე სწორება გვაქვს მთელი რიგი საკითხებში ძაღლებზე, იმიტომ რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია და ასე დაიწყო ყველა ქვეყანამ, თუმცა შინაარსობრივად მოიაზრება ასევე კატებიც. თუმცა კატებთან მიმართებაში მასიური პროგრამები, რომელიც არის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია უკვე უფრო შემდგომ ეტაპებზე შემოვა.
შეგვიძლია დაავადებებთან მიმართებაშიც ვისაუბროთ, რომელიც მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ცოფი, რომელიც როგორც ვეტერინარული მიმართულებით, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით ერთ-ერთი უმთავრესი დაავადებაა. აქაც ყოველთვის ჩვენი ინდიკატორული ცხოველი არის ძაღლი, რომელიც პირდაპირ უფრო არის ამ დაავადების ყველაზე მასიური გამავრცელებელი, პოტენციური გამავრცელებელი“, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.
სხვა სიახლეები
პატრიარქი ილია II, საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო. მან მსოფლიოში ერთ-ერთი ძველი ეკლესიის მმართველის რანგში ეკლესიისგან შექმნა ყველაზე ძლიერი და პატივსაცემი ინსტიტუტი - The New York Times
20.03.2026.11:50
ამერიკული გამოცემა The New York Times-ი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას სპეციალურ სტატიას უძღვნის. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ილია მეორე იყო საქართველოს სტაბილურობის სულიერი სიმბოლო.
სტატიის ავტორი ილია მეორეს მოიხსენიებს აგრეთვე ადამიანად, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე მართავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და აქცია ის ეროვნული იდენტობის ქვაკუთხედად.
„ოთხშაბათს ათასობით ქართველი მიაცილებდა სასახლეს, როცა მას ძველ თბილისში მდებარე საპატრიარქოს შენობიდან ქვეყნის უმსხვილეს, წმინდა სამების ტაძარში მიასვენებდნენ“, - წერს სტატიის ავტორი.
სტატიის თანახმად, საბჭოური რეპრესიებიდან და სამოქალაქო კონფლიქტებიდან თანამედროვე სახელმწიფოებრიობაზე გადაწყობის გარდამავალ პერიოდში ილია მეორე დაძაბულ მომენტებში, მათ შორის 1990-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსისა და 2008 წლის რუსეთთან ომის დროს, ქმნიდა სულიერი სტაბილურობის განცდას.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ილია მეორემ მსოფლიოში ერთ-ერთი ძველი ეკლესიის მმართველის რანგში ეკლესიისგან შექმნა ყველაზე ძლიერი და პატივსაცემი ინსტიტუტი.
„საქართველო ამაყობს იმით, რომ იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ქვეყნის მოსახლეობა ძალიან მორწმუნეა, თუმცა, როცა ილია მეორე 1977 წელს ეკლესიას სათავეში ჩაუდგა, ქვეყანაში რამდენიმე ათეული ეკლესია და მონასტერი მოქმედებდა. ილია მეორემ დაიწყო მუშაობა ეკლესიის გაფართოებასა და მის საერთაშორისო აღიარებაზე“, - წერს გამოცემა.
სტატიის ავტორი აგრეთვე იხსენებს საქართველოში 80-იანი წლების ბოლოს ეროვნულ მოძრაობას და მასში პატრიარქის როლს. „1980-იან წლებში ილია მეორე მხარს უჭერდა და ხშირად იფარებდა ქართული ეროვნული ანტიკომუნისტური მოძრაობის ლიდერებს“, - აღნიშნულია სტატიაში.