მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.9
0.0238
flag
AZN 1.5961
0.0037
flag
CNY 38.208
0.0149
flag
EUR 3.2143
0.0164
flag
GBP 3.7053
0.0129
flag
KZT 50.12
0.0003
flag
TRY 0.0657
0.0001
flag
USD 2.7143
0.0063

წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი

news image

წინანდლის კლასილური მუსიკის ფესტივალის მეშვიდე სეზონი წინანდალის ისტორიულ მამულში 4-14 სექტემბერს გაიმართება. ტრადიციულად, წინანდლის ფესტივალი მუსიკის მოყვარულებს პან-კავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად, მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს, გამოჩენილ დირიჟორებს და სოლისტებს წარუდგენს. აღსანიშნავია, რომ კომანია Coca-Cola Bottlers Georgia პირველად არის ფესტივალის პარტნიორი. 

2025 წლის სეზონს პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის თანხლებით გახსნიან ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი ჯანანდრეა ნოზედა და პიანისტი ბეჰზოდ აბდურაიმოვი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ორკსტრებთან და ცნობილ დირიჟორებთან თანამშრომლობს.

წლევანდელ სოლისტებს შორის არიან პიანისტები ანდრას შიფი, გიორგი გიგაშვილი, ალექსანდრა დოვგანი, ჟულიენ კანტანი, ნიკოლაი ლუგანსკი,  და ცოტნე ზედგინიძე; მევიოლინეები მარკ ბუშკოვი, მიშელ გუტმანი, დანიელ ლოზაკოვიჩი და იემენ საადი; ვიოლონჩელისტები მიშა მაისკი, ჯინგ ჟაო და პაბლო ფერანდესი; კონტრაბასისტი ბრენდან კეინი და ალტისტი სარა ფერანდესი.

წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონში პირველად მიიღებს მონაწილეობას იერუსალიმის სიმებიანი კვარტეტი, სუხიშვილების ეროვნული ბალეტი კი ტრადიციულად წელსაც ესტუმრება ფესტივალს.

წინანდლის ფესტივალის მთვარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ფესტივალის რეზიდენტი პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრია, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა მუსიკოსებს საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან - თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან. დამწყებ მუსიკოსებს საშუალება ეძლევათ ერთთვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ დირიჟორებთან, სოლისტებთან და უმაღლესი კლასის პედაგოგებთან მუშაობის უნიკალური გამოცდილება მიიღონ .

დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგება პაბლო ფერანდესი და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელსაც  დირიჟორი დანიელ ბლენდალფი პირველად უხელმძვანელებს. მალერის პირველი სიმფონიით ფესტივალის მეშვიდე სეზონი საზეიმოდ დაიხურება.

დაარსების დღიდან წინანდლის ფესტივალის წარმდგენია კომპანია სილქნეტი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ მასშტაბური მუსიკალური პროექტის წარმატებაში და საერთაშორისო დონეზე აღიარებაში. სილქნეტი 2019 წლიდან  წინანდლის ისტორიულ მამულში აკავშირებს ახალგაზრდა ტალანტებს,  მსოფლიოში სახელგანთმულ მუსიკოსებს, კლასიკური მუსიკის შედევრებს, განუმეორებელ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, სტუმართმასპინძლობას და ჯადოსნურ, დაუვიწყარ დღეებს წარუდგენს ფესტივალის სტუმრებს.

წელს წინანდლის ფესტივალს შემოურთდა მრავალი წლის განმავლობაში სილქნეტის საქმიანი პარტნიორი, სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Huawei, რომელმაც მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუცია გაიღო ფესტივალის მხარდასაჭერად და გახდა ფესტივალის გენერალური პარტნიორი. განსაკუთრებით სასიხარულო და დასაფასებელია, რომ კორპორაციამ გამოთქვა სურვილი გახდეს ფესტივალის გრძელვადიანი პარტნიორი და ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად მხარი დაუჭიროს რეგიონში კლასიკური მუსიკის ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენას და მათ შემოქმედებით ზრდას.

თიბისი კონცეპტი, პირველივე წლიდან ღონისძიების გენერალური პარტნიორია, იზიარებს ფესტივალის დამფუძნებლების ხედვას და ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუციით ხელს უწყობს ამ გამორჩეული პროექტის წარმატებას. 

წელს წინანდლის ფესტივალის მხარდამჭერთა სიას კვლავ შეურთდა კომპანია კოკა-კოლა, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ქართული მსმენელისთვის საყვარელი მომღერლების, ეკა მამალაძის, ნატალია ქუთათელაძის და ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის კონცერტს წარადგენს.

2025 წლის სეზონს შემოურთდნენ კომპანიები: ვონდერნეტ ექსპრეს ინვესთმენთ გრუფი, მარტივი და მასტერქარდი, მეტროპოლი

ფესტივალი მადლიერია ყველა მხარდამჭერის და სპონსორის, ვინც უკვე 7 წელია შესაძლებელს ხდის ამ მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების ჩატარებას. 

2025 წლის წინანდლის ფესტივალის წარმდგენია: კომპანია სილქნეტი

გენერალური პარტნიორიები: თიბისი კონცეპტი, ჰუავეი

მხარდამჭერები: ლექსუსი, მასტერქარდი, ვონდერნეტ ექსპრეს ინვესთმენთ გრუფი, მარტივი, ვისოლი

სპონსორები: ანაგი ქოლაბი, მეტროპოლი, კოკა-კოლა, თურქეთის ავიახაზები, იტალიის საელჩო, სტეინვეი & სანს, ლოქსიტან ჯორჯია,

მედია პარტნიორები: ევრონიუს ჯორჯია, ნეშენალ ჯეოფრაფიკ საქართველო, ბილბორდ ჯორჯია, რადიო ფორტუნა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image „თბილისობის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

18.09.2025.14:50

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მიმდინარეობის პერიოდში, 19 სექტემბრის 12:00 საათიდან 22 სექტემბრის 12:00 საათამდე, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. 

შეზღუდვა შეეხება ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან კოხტა ხეთაგუროვისა და გურამ საღარაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. 

აღნიშნულ პერიოდში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისკენ და უკუმიმართულებით, ავტოტრანსპორტის გადაადგილება  დარჩება უცვლელი, არსებული მდგომარეობის შესაბამისად. ამასთან, შოთა გამცემლიძის ქუჩიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რა დროსაც, გადაადგილება შესაძლებელი იქნება  ნინო ჩხეიძის ქუჩის გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N323, N333, N359, N395 და  მიკროავტობუსები: N462, N522 და N536 ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით, რის შემდეგაც ბარათაშვილის ხიდით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებისას, ანალოგიურად გამოიყენებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს და დაუკავშირდებიან ჯავახიშვილის ქუჩას, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო! 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა