მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7090.3
0.0004
flag
AZN 1.5912
-0.0005
flag
CNY 38.068
0.0011
flag
EUR 3.1223
0.005
flag
GBP 3.5422
0.0082
flag
KZT 52.05
-0.0002
flag
TRY 0.0637
-0.0001
flag
USD 2.7056
-0.0006

„წინ და წინ - ფინანსობანა“ - სებ-ის ინიციატივით ფინანსურ განათლებაზე პირველი ქართული ინტერაქტიული საბავშვო სპექტაკლი შეიქმნა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ ინიციატივით, კომპანია „თამაშობასთან“ თანამშრომლობით, საქართველოს პირველი ინტერაქტიული საბავშვო სპექტაკლი ფინანსებზე „წინ და წინ - ფინანსობანა“ შეიქმნა. პროექტის მხარდასაჭერად რამდენიმე კომერციული ბანკი - ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და ბაზისბანკი გაერთიანდა.

თეატრალური წარმოდგენის პერსონაჟები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ცოდნას აუმაღლებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: დაზოგვა, მეწარმეობა, ფინანსური მიზნები და ფინანსური უსაფრთხოება.

ინტერაქტიული სპექტაკლის ჩვენებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. წარმოდგენები გაიმართება ბათუმში, ოზურგეთში, ქუთაისში, გორში, თელავსა და ბორჯომში. ღონისძიებას დაესწრებიან ის სკოლები, რომელთა პედაგოგებიც 2025 წელს ფინედუს პროექტებში აქტიური მონაწილეობით გამოირჩნენ.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლს პირველივე დღეებში 400-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო. მონაწილე ბავშვების და მასწავლებლების შეფასებით, ინტერაქტიული ფორმატი სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს, მარტივს და კომპაქტურს ხდის. მიმდინარე გასტროლების ფარგლებში სპექტაკლზე დასწრების შესაძლებლობა 8-დან 12 წლამდე ასაკის 700-მდე მოსწავლეს მიეცემა.

ფინედუს ფინანსური განათლების პოპულარიზაციას უკვე რამდენიმე წელია ინოვაციური ფორმებით ახორციელებს. „თამაშობანასთან“ ერთად შექმნილია საგანმანათლებლო კომიქსები, სამაგიდე თამაშები, მათ შორის „ფინანსური ასოციაციობანა“, და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე მორგებული საგაკვეთილო მასალები - კროსვორდები, ფაზლები, საბარათე თამაშები და სხვა.

სპექტაკლზე მისულ მოსწავლეებს და პედაგოგებს დამატებით თემატური სასწავლო რესურსებიც გადაეცათ, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს სკოლებში ფინანსური განათლების პროცესის მდგრად გაგრძელებას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და სამაგალითო ქცევა საგანგებო სიტუაციებში გლობალურ პატივისცემას იმსახურებს - მარიამ ქვრივიშვილი

25.11.2025.16:01

ლონდონში, გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს საზღვაო სექტორში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა, ქართველი მეზღვაურების შრომითი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული პოლიტიკა და ამ კუთხით მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობა იყო.

„საქართველოს მეზღვაურები, რომელთა რაოდენობა დღეს 20 000-ს აღემატება, ჩვენი ქვეყნის ნამდვილი ელჩები არიან მსოფლიო ოკეანეებში. მათი პროფესიონალიზმი, კომპეტენცია და სამაგალითო ქცევა საგანგებო სიტუაციებში გლობალურ პატივისცემას იმსახურებს" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარებულია 74 საზღვაო ადმინისტრაციის, მათ შორის ევროკავშირის 22 წევრი ქვეყნის მიერ.

„საქართველო აქტიურად  განაგრძობს მეზღვაურთა კეთილდღეობის, წვრთნისა და შრომითი პირობების მხარდაჭერას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა