მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7115.7
0.0168
flag
AZN 1.6118
0.0003
flag
CNY 37.951
-0.0055
flag
EUR 3.0815
-0.0083
flag
GBP 3.6605
-0.0097
flag
KZT 53.51
-0.0015
flag
TRY 0.0705
-0.0001
flag
USD 2.7401
-0.0005

ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

news image

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მოადგილე გიორგი შარაბიძემ ეუთოს გენერალურ მდივანსა და დელეგაციის წევრებს  მიაწოდეს ინფორმაცია როგორც გასული წლის არჩევნების, ისე მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ.

 

ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი დანერგვის შესახებ. განიხილეს აღნიშნულ არჩევნებზე არსებული გამოწვევები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო გეგმების შესახებ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივ ძალისხმევას საარჩევნო პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით

 

შეხვედრის მთავარი თემა იყო ასევე 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი შარაბიძემ დეტალურად ისაუბრეს, როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია როგორც სამართლებრივი, ისე ტექნიკურ-ლოგისტიკური მიმართულებით არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებით ჩასატარებლად. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე ზოგადად არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები

 

შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

 

ცესკოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ალექსანდრე მაისურაძე, ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ტერი ჰაკალა, კონფლიქტების პრევენციის ცენტრის დირექტორი კატერინე ფეარონი და გენერალური მდივნის სპეციალური მრჩეველი ზეინეპ ცელიკელი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დღეს ყველა საუბრობს ხელოვნურ ინტელექტზე, თუმცა, ტექნოლოგიები ყოველთვის იყო და დარჩება დამხმარე ინსტრუმენტად, მასწავლებელს ვერაფერი შეცვლის - ალექსანდრე წულაძე

20.05.2025.19:00

დღეს ყველა საუბრობს ხელოვნურ ინტელექტზე, თუმცა ტექნოლოგიები ყოველთვის იყო და დარჩება დამხმარე ინსტრუმენტად და ვერაფერი შეცვლის მასწავლებელს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ.

„დღეს ყველა საუბრობს ხელოვნურ ინტელექტზე და მეოთხე ციფრული ინდუსტრიული რევოლუციის შედეგებზე. მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხელოვნური განათლება, ისევე, როგორც ტექნოლოგიები, იქნება სწავლების ხელშემწყობი, თუმცა ეს არ იქნება მთავარი ან ძირითადი ინსტრუმენტი. ტექნოლოგიები ყოველთვის იყო და დარჩება დამხმარე ინსტრუმენტად და ვერაფერი შეცვლის მასწავლებელს. მასწავლებლის მნიშვნელობა მომავალშიც ისეთივე იქნება, როგორიც ეს იყო აქამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ზუსტად ვსაუბრობთ ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენების თაობაზე და იმ მეთოდებზე, რომელიც ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე საჭირო და სასარგებლო იქნება მოსწავლეებისთვის. ეს არ არის ჩვენი მსჯელობის და დისკუსიის ერთადერთი საკითხი.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის მიმართულება და საფეხური განათლების კუთხით, სხვადასხვა ქვეყანაში დანერგილი სიახლეების გაზიარება იქნება ეს, პროფესიული თუ ზოგადი განათლება. ამ მხრივ შეიძლება ვთქვა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს ფორმატში სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. მეორეს მხრივ, ასევე ვცდილობთ, რომ საქართველო წარმოვაჩინოთ საუკეთესოდ და ის პრაქტიკა, რაც არის საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, წარმოჩენილი იყოს როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება“, - აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა