ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი განიხილეს
2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებსა და აღნიშნულ არჩევნებში სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლზე ისაუბრეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ შეხვედრაზე. ცესკოს ხელმძღვანელი პირები სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელ დირექტორ ნინოდოლიძესა და მის მოადგილე ლევან ნატროშვილს შეხვდნენ.
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს იმ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებისა და აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაცადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნებისთვის ახორციელებს. როგორც მან აღნიშნა, ტექნოლოგიებისფართო მასშტაბით გამოყენება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს არჩევნების საერთაშორისო დაევროპული სტანდარტებით ჩატარებას.
შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა, ასევე, განიხილეს რიგი მნიშვნელოვანი საარჩევნო თემები, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ჩართულობა და ინფორმირება, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული საკითხები, ინფორმირების ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია და ის გამოწვევები, რომლებიც ამ ეტაპზე უწყების წინაშე დგას.
ასევე, ისაუბრეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე.
ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა თანამშრომლობის მზადყოფნა ადგილობრივ დასაერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რომლის ფარგლებშიც ჩართულ მხარეებს ამომწურავი ინფორმაცია ექნებათ ყველა მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ.
თავის მხრივ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებმა როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო პერიოდის და უშუალოდ არჩევნების დღის მონიტორინგთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრა, 11 ივნისს, ცესკოში გაიმართა და მას გიორგი კალანდარიშვილთან ერთად ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.08.2025.18:55
თბილისის ზღვაზე საქართველოს საიალქნო კლუბმა პირველ საერთაშორისო რეგატას უმასპინძლა. შეჯიბრება სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ტურნირის გამარჯვებული ქართული გუნდი - Georgian Sailing Club გახდა, რომლის ეკიპაჟის წევრები, კახაბერ ნონიკაშვილი, თინათინ დომბროვსკაია, ალექსანდრ ბოჟკო და ალექსი ბორისოვი არიან. მეორე ადგილი Oneclick-მა დაიკავა, მესამე პოზიციაზე Pirogovo გავიდა. შეჯიბრების გამარჯვებულ გუნდს თასი და მედლები გადაეცათ, საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს კი შესაბამისი სინჯის მედლები.
შეჯიბრება საქართველოში აფროსნობის განვითარების ხელშეწყობისთვის გაიმართა.
საერთაშორისო რეგატა, სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით ჩატარდა და ტურნირის მიზანი, აფროსნობის პოპულარიზაცია, საერთაშორისო სპორტული ურთიერთობების გაღრმავება და თბილისის, როგორც სპორტული, ასევე ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობაა.
საქართველოს საიალქნო კლუბის ხელმძღვანელებმა სტრატეგიულ პარტნიორებთან, სტუდიო ლიბერთისა და ახალი ქართული ავიაკომპანია Oneclick-ის მხარდაჭერით, შეჯიბრების მონაწილეებსა და სტუმრებს თბილისის ზღვაზე გამორჩეული ატმოსფერო შეუქმნეს და იმედი აქვთ, რომ თბილისის საიალქნო კლუბი, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და დასვენებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი გახდება.
საქართველოს საიალქნო კლუბი ყალიბდება, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ელეგანტური დასვენების ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი. კლუბი წარმოადგენს აფროსნობის განვითარების სრულფასოვან ცენტრს, სადაც ფუნქციონირებს რამდენიმე ძირითადი მიმართულება:
ბავშვთა აფროსნობის სკოლა – ახალი თაობის ჩემპიონების აღზრდის კერა;
ზრდასრულთა კურსები – პრაქტიკული სწავლება კლუბის საკუთრებაში არსებულ თანამედროვე იახტებზე;
საერთაშორისო რეგატებში მონაწილეობა – საქართველოს ღირსეული წარმომადგენლობა მსოფლიო აფროსნობის არენაზე.