მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7056.6
0.0209
flag
AZN 1.6165
-0.0003
flag
CNY 37.802
-0.0039
flag
EUR 3.1143
-0.0096
flag
GBP 3.6648
-0.0084
flag
KZT 53.42
-0.0016
flag
TRY 0.0715
0.0001
flag
USD 2.7487
-0.0005

ცესკოს გადაწყვეტილების მანიპულაციური ინტერპრეტაციით დაინტერესებულ მხარეებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ

news image

დაინტერესებული მხარეები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას ცესკოს გადაწყვეტილებების მანიპულაციური ინტერპრეტირებით ცდილობენ.

ამჯერად საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის საბაბი ცესკოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც განხორციელდა სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის დიზაინის მოდიფიცირება, მათ შორის ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილისთვის საფარის დამატება. გარკვეული პირები ცდილობენ აღნიშნულის ინტერპრეტირებას 26 ოქტომბრის არჩევნებზე თითქოსდა არსებული დარღვევების აღიარებად.  

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ფარულობის დარღვევებზე უსაფუძვლო ბრალდებების აღიარებას. განკარგულებით საარჩევნო ადმინისტრაციამ პრევენციული გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად

საზოგადოებისთვის გვსურს განვმარტოთ, რომ გასულ არჩევნებზე დაფიქსირდა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონის დარღვევით განხორციელების არაერთი ფაქტი, რამაც ხელი შეუწყო  ხმის ფარულობის საკითხის სპეკულაციურად წამოჭრას

სწორედ ამ ფაქტების შესწავლის შემდეგ ადმინისტრაციამ, როგორც საარჩევნო პროცესზე პასუხისმგებელმა ინსტიტუციამ, მიიღო სამართლებრივი აქტები მომავალში მსგავსი ტიპის სპეკულაციების და ქმედებების პრევენციის მიზნით. თუმცა, დაინტერესებულმა მხარეებმა სცადეს, დადგენილება, რომლითაც დაზუსტდა კენჭისყრის დღის პროცედურები, დაკვირვების პროცესის შეზღუდვად წარმოეჩინათ, ხოლო განკარგულება, რომელიც ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილ ჭრილზე საფარის დამაგრებას უზრუნველყოფს - ფარულობის დარღვევის აღიარებად.  

არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ბუნებრივია გვქონდა მოლოდინი, რომ აღნიშნული საკითხები დაინტერესებული მხარეების მიერ კვლავ გამოყენებული იქნებოდა სპეკულაციებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საზოგადოებაში არასწორი აღქმების შესაქმნელად. საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის სქემა უკვე კარგად ნაცნობია - საკითხს სოციალურ ქსელში წამოჭრის დაინტერესებული პირი, შემდგომ კი თემის განვრცობა ხდება ზოგიერთი მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის, და ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისთვის. შემდგომში, ეს ყველაფერი მიეწოდება საერთაშორისო პარტნიორებს, როგორც არჩევნებში ჩართული მხარეების ერთიანი მოსაზრება, რის შემდგომაც დაინტერესებული მხარეები ცდილობენ მანიპულაციურად იმოქმედონ როგორც ამომრჩევლებზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებზე.

საარჩევნო ადმინისტრაციის პრიორიტეტი საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ყოველი მომდევნო არჩევნების კიდევ უფრო ორგანიზებულად, მაღალი საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებაა, თუნდაც ეს ორგანიზაციის  დისკრედიტაციის საბაბი გახდეს

არჩევნების მოდერნიზება უწყვეტი და თანმიმდევრული პროცესია, რომელიც ეტაპობრივად იხვეწება. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა 8 საპილოტე არჩევნები და თითოეულის შემდგომ პერიოდს თან სდევდა რიგი პროცედურების დახვეწაასე მოხდა 26 ოქტომბრის შემდეგაც. სწორედ საარჩევნო პროცესის შესწავლა/გაანალიზების შემდეგ მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციამ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნების კიდევ უფრო უკეთეს გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს

საზოგადოებისთვის ცნობილია პროკურატურის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმადაც არ დადასტურდა არცერთი ბრალდება, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეები ავრცელებდნენ. პროკურატურაში ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინეს და ახლა საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას ცესკოს გადაწყვეტილებების სპეკულაციური ინტერპრეტირებით ცდილობენროგორც ჩანს, დაინტერესებული მხარეების მიზანი არა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება, არამედ სპეკულაციისთვის რაც შეიძლება მეტი სივრცის არსებობაა.  

საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ რჩება გაცხადებული პოლიტიკის ერთგული - არ დატოვოს უპასუხოდ არცერთი მანიპულაციური თუ ცრუ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ამომრჩეველი ან/და საერთაშორისო პარტნიორები შეიყვანოს შეცდომაში  და  უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის მიწოდებას  საზოგადოებისთვის, ხოლო ყველა იდენტიფიცირებულ თუ პოტენციურ რისკთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ტოვებდეს სპეკულაციების სივრცეს, ცესკო მიიღებს შესაბამის პრევენციულ გადაწყვეტილებას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თბილისის ვიცე-მერი დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა

01.05.2025.17:20

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგებსა და დაზარალებულების წინაშე არსებულ პრობლემებს.

ვიცე-მერმა მოვაჭრეებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დაზარალებულები მერიას მიაწვდიან უფრო ზუსტ ინფორმაციას დამწვარი ტერიტორიის ფართობის, დაზარალებულების რაოდენობისა და ზარალის ოდენობის შესახებ.

„ბევრი ხალხი ვართ დაზარალებული. ზარალი ძალიან დიდია. ირაკლი ხმალაძესთან შეხვედრით ძალიან კმაყოფილები ვართ. დიდ იმედებს ვამყარებთ.  მჯერა, რომ შეხვედრას გარკვეული შედეგი მოჰყვება“, - განაცხადა ბაზრობა „ბაქანის“ მენეჯერმა მზია ბუჩუაძემ შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა