მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

ცესკომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

news image
mbc image

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდებს უმასპინძლა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პირადად შეხვდა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

შეხვედრის განმავლობაში მან არჩევნების ისტორიაზე, საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიების დანერგვასა და მის უპირატესობებზე, უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სხვადასხვა საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისზე დეტალურად ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც საარჩევნო პროცესებთან მიმართებაში ვრცელდება და ამასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიასა და რეაგირებაზე.

„დღევანდელ შეხვედრაზე ახალგაზრდებთან გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე და მოხარული ვარ, რომ მაღალი იყო ინტერესი სტუდენტების მხრიდან. დეტალურად განვიხილეთ, როგორც გასული წლის არჩევნები, ასევე ის ტექნოლოგიური მიღწევები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას გააჩნია და გვქონდა საინტერესო მიმოხილვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ ცნობიერების ამაღლების ჭრილში, ისევე როგორც საინფორმაციო კამპანიების ნაწილში გვექნება ხშირი შეხვედრები ახალგაზრდებთან, რათა ერთის მხრივ მივაწოდოთ მათ ინფორმაცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ამით გავზარდოთ მათი მოტივაცია სხვადასხვა საარჩევნო პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებით.“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

„ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობასთან დაკავშირებით სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია ელექტრონული ტექნოლოგიების პროექტის მენეჯერმა ნიკოლოზ იოვაძემ მიაწოდა. ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამუშაო სივრცეებიც დაათვალიერეს, უწყების მუშაობის სპეციფიკა მათ ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა გააცნო.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა, სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალში გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებზე და საარჩევნო პროცესებისადმი ინტერესის გაღვივებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

13.11.2026.16:35

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა