მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.1
0.0019
flag
AZN 1.594
-0.0002
flag
CNY 38.037
0.0025
flag
EUR 3.1508
0.0097
flag
GBP 3.6205
0.0055
flag
KZT 50.26
-0.0018
flag
TRY 0.0648
-0.0001
flag
USD 2.7108
-0.0003

ცესკომ მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა

news image

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებული აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა.

ISO-ს სტანდარტი წარმოადგენს ხარისხის მართვის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საერთაშორისო ჩარჩოს, რომლის მიზანია ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელზე ორიენტირებულობის უზრუნველყოფა. 

ISO-ს სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შპს ,,მენეჯმენტის სისტემების’’ აუდიტორის მიერ 2025 წლის 3 ივლისს განხორციელდა შიდა აუდიტი, ხოლო 2025 წლის 19 აგვისტოს დისტანციურად განხორციელდა სასერტიფიკაციო აუდიტი საერთაშორისო აუდიტორების მიერ. ორივე სახის აუდიტი წარმატებით დასრულდა და ცესკომ მოიპოვა მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხარისხის მართვის სისტემის (QMS) მრავალ დადებით მხარესა და უპირატესობას შორის, აუდიტორის მიერ აღნიშნულ იქნა შემდეგი ასპექტები:

  • კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგია კონკრეტული შედეგების მისაღწევად;
  • საარჩევნო პროცესისა და ხმის მიცემის პროცედურების მაღალ დონეზე მართვა/რეგულირება;
  • არჩევნებში ჩართულ მხარეებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ფართომასშტაბიანი სწავლება და გადამზადება;
  • ინფორმირების კამპანიის ფარგლებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომაშტაბიანი გამოყენება.

აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადმინისტრაციის მიზნები, ამოცანები, აქტივობები და პროექტები, შეთავაზებული სერვისები და საქმიანობის მონიტორინგი შეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს.

როგორც საერთაშორისო აუდიტორის შეფასებაშია აღნიშნული „ადმინისტრაციის საქმიანობა პასუხობს საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს. დადასტურდა, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემა (MS) წარმატებით უზრუნველყოფს დადგენილი სტანდარტის (სტანდარტების) შესაბამისი მოთხოვნების შესრულებას და აკრედიტებული სერტიფიცირებისთვის მოსალოდნელი შედეგების მიღწევას, როგორც ეს განსაზღვრულია ISO IAF-ის კომუნიკეში აკრედიტებული სერტიფიცირების შესახებ. ორგანიზაცია აკმაყოფილებს და შესაბამისად ახორციელებს MS-ის შესაბამის მოთხოვნებს და შეუძლია უზრუნველყოს ამ სერვისის უწყვეტი მიწოდება მომხმარებლის მოთხოვნებისა და შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდის მიზნით.“

აღსანიშნავია, რომ ცესკოსთვის ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის შენარჩუნება ნიშნავს არამხოლოდ ეფექტიანი შიდა მენეჯმენტის დემონსტრირებას, არამედ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალი დონის უზრუნველყოფას. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ISO 9001:2015-ის ფარგლებში საერთაშორისო აუდიტი პირველად 2019 წელს გაიარა.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ

16.10.2025.15:30

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ვაშინგტონში, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის  მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან და საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ეკონომიკის მყარ და სტაბილურ მდგომარეობაზე, დაბალ ინფლაციასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე. აღინიშნა, რომ ქვეყანაში ფასების სტაბილურობა თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

ნათია თურნავამ სსფ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციებსა და საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა გლობალური გამოწვევებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, კვლავ ინარჩუნებს მდგრადობას.

აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, წარმატებულად იმართა ინფლაციური პროცესები. მაღალინფლაციური პერიოდის შემდეგ, ბოლო ორი წლის მანძილზე მიზნობრივზე მნიშვნელოვნად დაბალი ინფლაცია ფიქსირდებოდა, ბოლო პერიოდში კი ის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს მერყეობს.

ხაზი გაესვა საფინანსო სექტორის ჯანსაღ ინდიკატორებს, მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ზრდას. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღინიშნა, სებ-ის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურად მართვაზეა ორიენტირებული.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა ტექნიკური დახმარების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და საქართველოში საშემფასებლო მისიების სამომავლო ვიზიტები განიხილეს. 

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ინტენსიური თანამშრომლობა გრძელდება. ამჟამად ფონდთან ტექნიკური დახმარების რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. ახლო პერიოდში კი ველოდებით სსფ-ის საშემფასებლო მისიების საქართველოში სტუმრობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, სსფ-ის წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერა აღუქვეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის მაკროეკონიმიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა