მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

ცესკომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს უმასპინძლა

news image

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.  ამჯერად, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებსა და  კურსდამთავრებულებს ცესკოში უმასპინძლა.

შეხვედრის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა პირადად ცესკოს თავმჯდომარისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვის, მნიშვნელოვანი სიახლეებისა და არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ. როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ახალგაზრდების, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირება და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. მისი თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას, ამცირებს ინფორმაციულ ბარიერებს და დეზინფორმაციაზე დამოკიდებულებას და აძლევს ახალგაზრდებს მოტივაციას დაუახლოვდნენ საარჩევნო პროცესებს და უფრო მეტად და აქტიურად იყვნენ ჩართულები აღნიშნულ პროცესებში. 

„მორიგი მასშტაბური საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ ახალგაზრდებთან, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფებს წარმოადგენენ. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მათთვის გაგვეზიარებინა ინფორმაცია მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, სხვადასხვა საარჩევნო საკითხებისა და ტექნოლოგიური ინტერვენციის შესახებ. ასევე ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მისი უარყოფითი გავლენები საარჩევნო პროცესზე. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს პირველ რიგში ცნობიერების ამაღლებას, მეორეს მხრივ კი ახალგაზრდებს მისცემს  მეტ მოტივაციას მეტად იყვნენ ჩართულები საარჩევნო საკითხებში“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

თავის მხრივ მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემაც. „დღეს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ასამდე ახალგაზრდას შესაძლებლობა ჰქონდა უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარისგან მიეღოთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ჟვანიას სკოლა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას და მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციისთვის ერთიან სახელმწიფო სივრცეში და საზოგადოებაში“. 

25 სექტემბერს ცესკოში გამართულ შეხვედრას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 100-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილე და აღნიშნული სკოლის წარმომადგენლები. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შეხვედრას ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მდივანი ქეთევან ქარენაშვილი ესწრებოდნენ. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მთავრობის მიზანია, საქართველო პოზიციონირდეს ინოვაციების შექმნისა და ექსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრად - ირაკლი ნადარეიშვილი

03.10.2025.11:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კასპის ტექნოპარკში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელ ავთანდილ კასრაძესთან ერთად, პარლამენტარებს ინოვაციების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები გააცნო.
 
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მთავრობის მიზანია, საქართველო პოზიციონირდეს ინოვაციების შექმნისა და ექსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრად, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ, ინვესტორებმა და სტარტაპებმა ერთობლივად იმუშაონ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად. „ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში სტარტაპის სტატუსის შესახებ, რომელთანაც, ჯამში, 10 წლიანი საგადასახადო შეღავათია დაკავშირებული. ეს ნორმა დღეს უკვე მოქმედებს. ასევე შემოვიტანეთ ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს ცნება, კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციების სტატუსი და სხვა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ჩვენ ქვეყანაში შემოვიყვანეთ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი, რომლებიც სრულად მოემსახურებიან სტარტაპ-ეკოსისტემას და იზრუნებენ სტარტაპების განვითარებაზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის, ფინანსებსა და ინვესტიციებზე წვდომის მიმართულებით," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. 
 
საკომიტეტო მოსმენაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებით.  "დღეისათვის ფონდმა უკვე უზრუნველყო 59 სტარტაპის დაფინანსება, საერთო 5.9 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით. მსგავსი სტრატეგიული ფინანსური მექანიზმები არა მხოლოდ კაპიტალს აწვდიან, არამედ უშუალოდ გარდაქმნიან ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემას და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მაღალტექნოლოგიური და წარმატებული კომპანიების ახალი თაობის შექმნაში. დღევანდელი სტრატეგიული მიზანია საქართველოში ახალი საერთაშორისო ვენჩურული კაპიტალის ფონდების მოზიდვა და ქართული ვენჩურული ეკოსისტემის გაფართოების მხარდაჭერა და ხელშეწყობა," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
 
მინისტრის მოადგილემ პარლამენტარებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციური ცენტრი იქნება და მოიცავს ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, ტექნოლოგიურ პარკს, ხელოვნური ინტელექტის ცენტრს, TUMO-ს შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრს, საერთაშორისო IT კომპანიებისთვის გამოყოფილ საოფისე სივრცეებსა და სხვ.
 
საკომიტეტო სხდომაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ წარადგინა უწყების საქმიანობის ანგარიში 2024 წლისთვის. 
 
სხდომაზე საკუთარი პროექტების შესახებ პრეზენტაციები სტარტაპების წარმომადგენლებმა გააკეთეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა