მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7083.8
-0.0033
flag
AZN 1.5933
-0.0007
flag
CNY 38.023
-0.0014
flag
EUR 3.1582
0.0074
flag
GBP 3.6408
0.0203
flag
KZT 50.43
0.0017
flag
TRY 0.0647
-0.0001
flag
USD 2.7095
-0.0013

წელიწადში, დაახლოებით, 1 მლნ ლარამდეა - ირაკლი ლექვინაძე

news image

ის თანხა, რასაც პირდაპირი გზით იბრუნებს მომხმარებელი სააგენტოსადმი მომართვის შედეგად, ჩვენთან შემოსული საკითხების 90 % წყდება მომხმარებლის სასარგებლოდ 55-%-ით არის გაზრდილი მომხმარებლების მომართვიანობა სააგენტოსადმი, თუ შევადარებთ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერს გასული წლის ამავე პერიოდს, - ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ „რადიო იმედის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იცის საკუთარი უფლებების შესახებ. ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ GCCA-ში შესული განცხადებების 90 % მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება. „წელიწადში, დაახლოებით, 1 მლნ ლარამდეა ის თანხა, რასაც მომხმარებელი პირდაპირი გზით იბრუნებს სააგენტოსადმი მომართვის შედეგად. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ნივთს უკან არ იბრუნებენ მოვაჭრეები, ან არ ცვლიან.სექტორულ ნაწილს თუ დავაკვირდებით, ონლაინ ვაჭრობას უჭირავს 70 %, ძირითადად არის საბითუმო და საცალო ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სექტორი, ყიდულობენ ტანსაცმელს, ტექნიკას და ა.შ. საუბარია ქართულ კომპანიებზე და ასევე უცხოეთიდან გამოწერილ ნივთებზე, რომლის ტრანსპორტირებასაც ახდენს ქართული კომპანიები,"- განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ბოლო წლებში გაზრდილია დარღვევები იმ მცირე და საშუალო კომპანიების ნაწილში, რომლებიც სოციალურ ქსელებში ოპერირებენ. „ბოლო წლებს თუ შევხედავთ, გაზრდილია დარღვევების მაჩვენებელი. თუ ადრე პირობითი შეთანხმების ვალდებულებები ჭარბობდა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი, მოვაჭრე და ჩვენ ვთანხმდებით, რომ დაბრუნდება თანხა, ან აღდგება მომხმარებლის დარღვეული უფლება და გასწორდება სავაჭრო პოლიტიკა, წელს გაზრდილია დარღვევების წილი მცირე და საშუალო კომპანიების ხარჯზე, რომლებიც სოციალურ ქსელებში არიან წარმოდგენილები. რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს, აქ პრაქტიკულად პრობლემა არ გვაქვს, პრობლემის შემთხვევაში ვთანამშრომლობთ და მომხმარებლის სასარგებლოდ ხდება, ძირითადად, საკითხის გადაწყვეტა, ვინაიდან კმაყოფილი მომხმარებელი მსხვილი კომპანიების მარკეტინგულ სტრატეგიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი,"- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნათია თურნავამ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის შეხვედრების ფარგლებში Visa-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

16.10.2025.17:18

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო საბარათე სქემა Visa-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, ერთობლივი პროექტები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

შეხვედრისას სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ Visa-ს ღირებული წვლილი შეაქვს სებ-ის ფინანსური განათლების პროექტების განხორციელებაში. მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს Visa-სთან  სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაზე თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება აქვს და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ წლების განმავლობაში ოპერაციული უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი ზომები გატარდა VISA-ს არსებითი მხარდაჭერით. აღსანიშნავია მომხმარებლის მკაცრი ავთენტიფიკაციის (SCA) სფერო, სადაც ამჟამად ინერგება სისტემის განახლებები და ავთენტიფიკაციის ახალი მექანიზმები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს.

დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები – ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ციცნაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა