მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

ტყიბულის სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ

news image

ტყიბულის სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ. მეწყრული პროცესების შესწავლას, დღეიდან დამატებითი სპეციალისტებიც შეუერთდებიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა. პირველადი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს, სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნება. მეწყერმა ასევე დააზიანა ქუთაისი (მოწამეთა) - ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი და სოფლის სასაფლაო.

ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარეობს თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შეფასება. მალე გახდება ცნობილი გეოლოგების პირველადი დასკვნა, რომლის მიხედვით ხელისუფლება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს დაგეგმავს.

სოფელ კურსებიდან ორი დღის წინ განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. მოსახლეობა უზრუნველყოფილია პირველადი საჭიროებებით. ადგილობრივი ხელისუფლება კოორდინაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსთან, საჭიროების შემთხვევაში მოხდება დაზარალებული მოსახლეობისთვის მედიკამენტების მიწოდება და სპეციალისტების მობილიზება, რომლებიც მოქალაქეებს გაუწევენ სამედიცინო დახმარებას. სოფელში მუშაობს საგანგებო შტაბი. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. უსაფრთხოების მიზნით, კვლავ გადაკეტილია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13.03.2026.08:51

13 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.

ოზურგეთშიც უნალექო ამინდია. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმში მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +18, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც უნალექო დღეა. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღე იქნება. დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო ამინდია, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო ამინდია, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

ნალექს არც ახალქალაქში ელოდებიან. ტემპერატურა დღისით 2, ღამით კი -8 დაფიქსირდება.

ბორჯომში უნალექო დღეა, +10 იქნება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში 1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით 1, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავში, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღე იქნება. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა