მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

თინათინ ნიბლოშვილმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

news image

დედაქალაქის საკრებულოშითბილისის მეგობრობის სახლისადა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის  კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიება, რომელიც თბილისის საკრებულოს ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თანადგომით ჩატარდა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა.

თინათინ ნიბლოშვილმა კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა  და პროგრამაში ჩართულ უწყებებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.   საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენობრივი ინტეგრაცია ეროვნული ერთიანობის საფუძველია.

სერტიფიკატების გადაცემა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ქართული ენის შესწავლით უფრო მჭიდრო მოქალაქეობრივი, საზოგადოებრივი და პროფესიული ინტეგრაციისკენ გადადგეს ნაბიჯიძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

ქართული ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებააის ჩვენი ქვეყნის იდენტობისა და ერთიანობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. ეს პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას და მზაობას, უზრუნველყოს თანასწორი შესაძლებლობები ყველასთვისგანურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა.

თბილისის საკრებულო ყოველთვის უჭერს მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ეთნიკური მრავალფეროვნების პატივისცემასა და სახელმწიფო ენის ცოდნის წახალისებას ემსახურება“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საკრებულოს ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, რიტა ხიდირბეგიშვილმა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელმა მაკა ომიაძემ დათბილისის მეგობრობის სახლის“, სახელმწიფო ენის პროგრამის კოორდინატორმა ნანა ნიკოლაძემ

სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონიას კურსდამთავრებულებთან ერთად ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

2017 წლიდან დღემდეთბილისის მეგობრობის სახლში“  სახელმწიფო ენის პროგრამა  ეროვნულ უმცირესობათა 1320  წარმომადგენელმა გაიარა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ბიზნეს სექტორს სჭირდება ხარისხზე ორიენტირებული განათლებით მიღებული პროფესიონალები - მინისტრი

19.01.2026.22:20

ბიზნეს სექტორის მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა პროცესებში მონაწილეობის, - ამის შესახებ გადაცემა  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბიზნეს სექტორს სჭირდება ხარისხზე ორიენტირებული განათლებით მიღებული პროფესიონალები.


„ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ეკონომიკურ წინსვლაზე ვსაუბრობთ ნებისმიერი ფუნდამენტი რა თქმა უნდა ხარისხიანი განათლებაა და  ამ კუთხით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განსაკუთრებით 2025 წელს ძალიან ბევრი აქვს სათქმელი. მოგეხსენებათ, რომ დაანონსდა 2 უმნიშვნელოვანესი რეფორმა. ერთი ეს არის უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც ოქტომბერში პრემიერმა კომისიის 9 თვიანი მუშაობის შემდეგ საზოგადოებას წარუდგინა და ამის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში მოხდა ამ დოკუმენტის საჯარო განხილვები. მათ შორის ბიზნეს სექტორთან და ბიზნეს სექტორის მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა პროცესებში მონაწილეობის. რამე თუ ბიზნეს სექტორს სჭირდება ხარისხზე ორიენტირებული განათლებით მიღებული პროფესიონალები იმისთვის, რომ მათ გარკვეული პროფესიების მიხედვით არ სჭირდებოდეთ უცხოეთიდან ძვირად ღირებული კადრების ჩამოყვანა და პირდაპირი ორიენტირი იყოს ჩვენს მოქალაქეებზე, რომ ისინი დასაქმდნენ და ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება და ამისთვის ჩვენ მივცეთ შესაბამისი განათლება. დეკემბრის დასაწყისში ჩვენ ასევე დავაანონსეთ ზოგადი განათლების კონცეფციის დოკუმენტი, რომლის განხილვები მთელი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, გუშინ ფაქტობრივად დასკვნითი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ მომავალ კვირას სავარაუდოდ მთავრობას შეჯერებულ დოკუმენტს წარვუდგენთ დასამტკიცებლად, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ დავიწყოთ ფართომასშტაბიანი სასკოლო რეფორმა. აუცილებელია და ვერ შეიძლება ვსაუბრობდეთ უმაღლესი განათლების რეფორმაზე თუ არ გაქვს საუბარი სასკოლო რეფორმაზე, თუ არ გაქვს საუბარი პროფესიულ მიმართულებაზე.

ასევე, 2 კონკრეტულ ფაქტორს გამოვყოფდი 2025 წელთან მიმართებაში. ერთი ეს არის უპრეცედენტო და ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მმართველი გუნდის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო და რაშიც პირდაპირ ჩართული იყო პარტიის საპატიო თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, რომელთა ძალიან დიდი ძალისხმევითაც საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის სექტემბრიდან ჩარიცხული სტუდენტები ამიერიდან უფასოდ ისწავლიან. მთელი ციკლი დაწყებული სკოლიდან დასრულებული უმაღლესით დღეს გვაქვს უფასო განათლების მოცემულობაში. რაც არის მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს თავისი ცოდნის, შრომის და უნარებიდან გამომდინარე უკვე შეუძლია, რომ გადასახადის გარეშე მიიღოს განათლება. და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის ქართული ენის, სახელმწიფო ენის გაძლიერება. ის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობდა ქართული ენის საწინააღმდეგოდ, მის საპირწონედ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც შევიდა ცვლილებები კანონმდებლობაში და დავამტკიცეთ კონკრეტული წესი და ყველა უმაღლეს სასწავლებელში ქართულ სექტორზე, ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო წლიდან უკვე დავაბრუნეთ სავალდებულო წესით, საბაკალავრო დონეზე ქართული ენის სწავლება. თუმცა ამ კუთხით მრავალი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ გაძლიერდეს სახელმწიფო ენის ცნობიერება ჩვენს მოქალაქეებში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა