მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7115.9
-0.0038
flag
AZN 1.6057
0
flag
CNY 37.996
-0.0009
flag
EUR 3.1238
0.0049
flag
GBP 3.6852
-0.0006
flag
KZT 53.62
-0.0009
flag
TRY 0.0697
0.0001
flag
USD 2.7306
0

თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ გაიმართება

news image

თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.  

ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. წელს ფოტოკვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე ფოტოგრაფიის რამდენიმე მოწვეულ და ადგილობრივ გამოფენებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს.

წლევანდელ კონკურსში 600-მდე ადგილობრივმა და უცხოელმა ფოტოგრაფმა, ჯამურად 820 ფოტო პროექტი წარადგინა. 2 მაისს, ქოლგა თბილისი ფოტო კვირეულის გახსნის ცერემონიაზე, გამოვლინდებიან 2025 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში:  დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი. ასევე დასახელდებიან სპეციალური პრიზების გამარჯვებულები.

ფესტივალის პროგრამა:

2 მაისი 19:30 | ფოტოკონკურსი ქოლგა 2025, გახსნის ცერემონია. მუსიკალური მასპინძელი „Tape Visitors" | ფექტორი თბილისი, დავით ბაქრაძის ქ. N3.

3 მაისი 10:00 | პორტფოლიოს განხილვის სესია: ჩარლზ ფორდი, ჯაილზ კლარკი, ბაირონ სმითი, ანდრეს ბირგერი | დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.

3 მაისი 13:00 | ანდერს ბირგერის ვორქშოფი: A workshop on your future |დიზაინის ინსტიტუტი, დომიტრი უზნაძის ქ. 82.

3 მაისი 18:00 | ჩარლზ ფორდი, გამოფენა: Fleeting Narratives: Street Photos 80s-90s | გალერეა ფოტოატელიე, პავლე ინგოროყვას ქ. 14.

3 მაისი 19:00 |მარიო ლასალანდრა, გამოფენა: Poets, Masks, Actors, Ghosts. Photographs from 1962 – 2017 | მარიო ლასალანდრას სურეალისტური პერფორმანსი1„      ს „მაჯიკოს“ ირაკლი ნასიძისეული რეინტერპრეტაცია რინა ჩერნაიას მონაწილეობით - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი | შოთა რუსთაველის გამზ. 27.

4 მაისი 11:30 |ოთარ ყარალაშვილისა და ანდრეას ოეტკერ-კასტის ხელმძღვანელობით ფოტოწიგნის ვორქშოფი |დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.

4 მაისი 12:00| ჩარლზ ფორდის სამუშაო შეხვედრა: ქუჩის ფოტოგრაფია - მოულოდნელის მოხელთება გაიმართება |დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის ქ. 82.

4 მაისი 18:00 | ბაირონ სმიტი, გამოფენა: Testament ‘22 | ვასილ პეტრიაშვილის ქ. 1.

4 მაისი 18:00| ზურაბ არაბიძე, გამოფენა: მომაკვდინებელი დუმილი|ვასილ პეტრიაშვილის ქ. 1.

5 მაისი 18:00 | Byron Smith ლექცია: Focal Points: Navigating Narratives through Photographs | თიბისი კონცეპტის მულტიფუნქცუიური სივრცე | კოტე მარჯანიშვილის ქ. 7.

5 მაისი 19:00 | Giles Clarke, ლექცია: Covering the Civilian Cost of Conflict | თიბისი კონცეპტის მულტიფუნქცუიური სივრცე | კოტე მარჯანიშვილის ქ. 7.

6 მაისი 18:00 | ანა ყაჭეიშვილი, გამოფენა: LOST HIGHWAY - Art Conference Tbilisi | გიორგი წერეთლის გასასვლელი 4.

6 მაისი 19:00 | თაკო რობაქიძე, National Geographic საქართველო - პანკისის ხეობის ხმები - მელიკ აზარიანცის სახლი |შოთა რუსთაველის გამზ. 37.

ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. 

თიბისისთვის ახალგაზრდა თაობის განათლება, მათი მხარდაჭერა და შთაგონება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთგული მხარდამჭერია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჟინვალის ჰიდროკომპლექსის წყალგამყვანი გვირაბისა და ბოდორნას წყალსაცავის ობიექტებზე 1.6 მილიონ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

12.06.2025.14:00

ორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჟინვალის ჰიდროკომპლექსის წყალგამყვანი გვირაბისა და ბოდორნას წყალსაცავის წყალმიმღები არხის გამყოფი დამბის გეგმიურ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1,6 მილიონ ლარია.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის მოსახლეობის სტაბილური  წყალმომარაგებით უზრუნველყოფასა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებას ემსახურება. 

ჟინვალჰესის წყალგამყვანი გვირაბის ჯამური სიგრძე  9 კილომეტრია, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები 1.5 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გვირაბის ძირისა და კედლების მოსახვის აღდგენა, ფილტრაციული კერების აღმოფხვრა და გეოტექნიკური სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს გვირაბის გრძელვადიან გამართულ მუშაობას.

"ჟინვალის ჰიდროკომპლექსსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე მუდმივი ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს, ჟინვალისა და ბოდორნას წყალსაცავებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტების საერთო ღირებულება 1.6 მილიონ ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჟინვალის წყლგამყვან გვირაბში მიმდინარეობს, ხოლო ბოდორნას  სარეზერვო  არხზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. 

აღნიშნული ინფრასტრუქტურის საშუალებით ხდება წყლის ტრანსპორტირება დედაქალაქის მიმართულებით, შესაბამისად მათი გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოს თბილისის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებას. მსგავსი სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება, რაც ინფრასტრუქტურის ექპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს." - ჯივიპის წყლის წარმოების და ენერგეტიკის დირექტორი, ვიქტორ სოლისი.

ამავდროულად, ჯივიპიმ უკვე დაასრულა ბოდორნას წყალსაცავისა და სარეზერვო წყალმიმღები არხის გამყოფი დამბის ბეტონით მოპირკეთების სამუშაოები, რაც აღნიშნული ინფრასტრუქტურის სიმტკიცესა და ექპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა