მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.2
0.0045
flag
AZN 1.597
-0.0003
flag
CNY 37.878
-0.0013
flag
EUR 3.1737
-0.0016
flag
GBP 3.6619
-0.0153
flag
KZT 51.71
-0.0028
flag
TRY 0.0675
-0.0001
flag
USD 2.7149
-0.0011

თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული, მოსახლეობასთან მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია - თბილისის მერის მოადგილე

news image

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის მობინადრეებთან კომუნიკაცია წელიწადზე მეტია მიმდინარეობდა, თუმცა მოსახლეობის სრული თანხმობის მიღწევა ვერ შედგა. 

ირაკლი ბენდელიანი თევდორე მღვდლის ქ. N10-ში იმყოფებოდა, სადაც ავარიული კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. 

„უმძიმესი ფაქტი მოხდა თითოეული ჩვენგანისთვის. პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. წელიწადზე მეტია, რაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია გვაქვს. ამის როგორც ზეპირი, ისე შესაბამისი დოკუმენტაციაც არსებობს მუნიციპალიტეტში. გარკვეული რაოდენობის ოჯახები დაგვთანხმდა და გავიყვანეთ ქირით. დღევანდელი კანონმდებლობის გათვალისწინებით, კერძო საკუთრებიდან მოსახლეობის იძულებით გამოყვანის უფლება არ გვაქვს, თუნდაც ახალი კორპუსით ჩანაცვლების მიზნით, თუ ამაზე მოსახლეობა სრულ თანხმობას არ გაავრცელებს. ამ კორპუსის ავარიულობის გათვალისწინებით იყო, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოსახლეობასთან კომუნიკაცია გვქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ნაწილი ქირით გაყვანაზე და ახალი კორპუსის მშენებლობაზე არ დაგვთანხმდა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. 

მისივე განმარტებით, აღნიშნულ შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული, რის გამოც, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია არსებობდა. 

„მინდა, ამ შემთხვევით ვისარგებლო და სრულიად თბილისის მოსახლეობას მივმართო - კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ აღნიშნულ ფაქტზე. როდესაც მოსახლეობას ვთავაზობთ, სრულიად უსასყიდლოდ, ჩვენივე ხარჯებით გავიყვანოთ დროებით საცხოვრებელში, მოხდეს ავარიული შენობის დემონტაჟი და ახალი კორპუსის მშენებლობა, ჩემი თხოვნაა, კიდევ ერთხელ გაიაზრონ ეს ფაქტი, მომავალში უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ და დაგვთანხმდნენ აღნიშნული პროგრამის განხორციელებაზე“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ. 

შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გიორგი გვარაკიძემ თანამშრომლებს გენერალური პროკურორის ახალი მოადგილე, გიგა ძნელაძე წარუდგინა

15.07.2025.12:38

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემსაქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს გენერალური პროკურორის ახალი მოადგილე, გიგა ძნელაძე წარუდგინა. 

გიგა ძნელაძეს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

გიგა ძნელაძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2007 წელს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად დაიწყო; იყო სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი; თელავის რაიონული პროკურორის მოადგილე; გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილე; საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი; საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი; საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი; საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ახალ მოადგილესთან და თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პროკურატურის გეგმებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა