მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

თენგიზ ნასარიძე ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბალაზ მოლნარს შეხვდა

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ და უნგრეთისდელეგაციის წევრებმა ოფიციალურ შეხვედრაზე ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის, ადგილობრივი სასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.

თენგიზ ნასარიძემ უნგრეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის და  ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთთან თანამშრომლობის გაფართოება და მათი გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია.

„საქართველოს და უნგრეთს შორის თანამშრომლობა სულ უფრო მეტად ღრმავდება; 2022 წელს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას მოეწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ სოფლის მეურნეობის კუთხით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიმართულებით, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ევროკავშირის ბაზარზე კონკურენცია მზარდია, ამიტომ ყველა წარმატებული გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან; 2023 წელს, აგრუსასურსათო პროდუქციის ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და ვულოცავთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რაღა თქმა უნდა, ევროპის ბაზარზე რიგი პრობლემები არსებობს, მათ შორის დაფინანსების წყაროების მოძიების კუთხით, თუმცა ეს ერთ-ერთი დიდი და სტაბილური ბაზარია და უნგრეთი საქართველოს ამ ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება“, - აღნიშნა ბალაზ მოლნარმა.

უნგრეთის დელეგაციის წევრების საქართველოში ვიზიტი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრები.

 

 

 

news banner news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

01.05.2026.08:57

პირველ მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც წვიმაა, +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი 5 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +19 იქნება დღისით, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +14 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა