ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება
როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედისთვის“ სანქციების დაწესების შესახებ. 22 წელიწადზე მეტია ტელეკომპანია „იმედი“ ემსახურება საქართველოს და სიტყვის თავისუფლებას ჩვენ ქვეყანაში. ტელეკომპანია „იმედს“ უკან არ დაუხევია მაშინაც კი, როდესაც საქართველოს დანაშაულებრივი რეჟიმი მართავდა და ამხელდა მის ყველა მანკიერებას, რაც ტელეკომპანიაში შემოჭრით და მისი მიტაცებით დასრულდა.
ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცებაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მაშინ ზოგადი შეშფოთებაც კი არ გამოუთქვამს. მეტიც, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 2007 წლის შემდეგაც გამოხატავდა მხარდაჭერას დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომელიც საქართველოში ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და სიტყვის თავისუფლებას.
ამ ფონზე, ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს. ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. სწორედ ამ ნდობის წყალობით, უკვე მრავალი წელია, ჩვენ მყარად ვინარჩუნებთ ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის სტატუსს საქართველოში. შესაბამისად, მომავალშიც ვიმოქმედებთ მაღალი პასუხისმგებლობით ქართული საზოგადოების წინაშე და ტელეკომპანია „იმედი“ კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოს სამსახურში და საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას, რათა ქართული საზოგადოების მიერ გამოცხადებული ნდობა სრულად გავამართლოთ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა - დათა კობახიძე
14.04.2026.19:00
ტყის ეფექტიანი მართვისთვის მონიტორინგი ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად რჩება და პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებიც აქტიურად გამოიყენება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მონიტორინგი ხორციელდება როგორც გრძელვადიანი მართვის გეგმების ფარგლებში, ისე ადგილზე მომუშავე თანამშრომლების მიერ.
„მონიტორინგი უმნიშვნელოვანესი აქტივობაა. მათ შორის მონიტორინგი როგორც ეს გრძელვადიანი, ნუ ტყის მართვის გეგმებს ვგულისხმობ, ასევე თანამშრომლების მიერ მონიტორინგი. მონიტორინგში ასევე ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რის გარეშეც ფიზიკურად ასე ვთქვათ შეუძლებელია. მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც აქტიურად ვითარდება ეს თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩვენ ვიყენებთ მათ შორის თანამშრომლებს და ვტვირთავთ სხვადასხვა ტექნოლოგიებით. მათ შორის ეს შეიძლება იყოს თერმული დრონები, ფოტოხაფანგები, ეს შეიძლება იყოს სამეთვალყურეო კამერები, ასევე, რა თქმა უნდა, ავტომობილების დახმარებით წარმატებით ვართმევთ თავს მასშტაბურ საქმიანობას. საერთო ჯამში, დამატებითი ტყის მცველების ჩართვასთან ერთად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა, რაც მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება - წლევანდელი წლიდან გაიზარდა ხელფასები როგორც რეგიონალურ დონეზე, ასევე ცენტრალურ აპარატში, რაც უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მოზიდვას, შენარჩუნებას, მათ მოტივაციის ამაღლებას და ესეც რა თქმა უნდა საერთო ჯამში დადებითად აისახება. ყველა ქმედება - თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე ექსპერტული ცოდნა და მათ შორის მეტყევეების ჩართულობა და ტრადიციული ცოდნა, რაც საბედნიეროდ ძალიან დიდია ეროვნულ სატყეო სააგენტოში, კვალიფიციური კადრები, რომლებიც ამ ინფორმაციას ამუშავებენ, როგორც ველზე მუშაობის კუთხით, ასევე კამერალურად - კომპიუტერებში აანალიზებენ ინფორმაციას და საერთო ჯამში ეს შეკრული ინფორმაცია, რეგიონიდან მოწოდებული ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში ნახლდება. ეს ყველაფერი დადებითად აისახება იმ პროცესზე, რასაც ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს“, - განმარტავს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი.