ტელე-რადიო წამყვანი ტრიშ ლინჩი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" პანელურ დისკუსიას გაუძღვება
IOHR TV-ის სახე და ყოფილი Sky News-ის წამყვანი ტრიშ ლინჩი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" პანელური დისკუსიის - „გლობალური ვაჭრობის ქსელის განახლება" მოდერატორი იქნება.
ტრიშ ლინჩს ტელეეკრანზე მუშაობის თითქმის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. ის წლების განმავლობაში Sky News-ის წამყვანი, ხოლო ოთხი წლის განმავლობაში IOHR TV-ის საერთაშორისო კორესპონდენტი იყო. ლინჩი მუშაობდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ფინანსები, ჯანდაცვა, პოლიტიკა, საავტომობილო ინდუსტრია, ტურიზმი და სხვ. რეპორტიორობასთან ერთად, ტრიშ ლინჩი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საერთაშორისო მოდერატორია.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შორის მაღალი დონის დიალოგი, ყველა სექტორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, საჯარო და კერძო დაინტერესებული მხარეების გაერთიანება, შუა დერეფნის ეფექტურობის გაძლიერება, რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ინვესტიციების ხელშეწყობა, სტრატეგიული რეგიონული ინიციატივების საერთო ხედვის შემუშავება და რაც ხაზგასასმელია, დაკავშირებადობის გაძლიერება. ღონისძიება საქართველოს მთავრობის პატრონაჟით, 2025 წლის 22-23 ოქტომბერს გაიმართება და 2000-მდე დელეგატს უმასპინძლებს.
2015 წლიდან მოყოლებული ფორუმი თბილისში მეხუთედ ტარდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
სხვა სიახლეები
15.10.2025.17:36
საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანი და პრესტიჟული საკონსულტაციო კომპანია Skytrax-ის პრეზიდენტი ედუარდ პლაისტედი, აეროპორტის ყოველწლიური სერვისების და ხარისხის შეფასების მიზნით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უკვე მეოთხედ ეწვია. ის პირადად გაეცნო გასული ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს და ტავ ჯორჯიას მენეჯმენტისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა დაგეგმილი და ჩატარებული სამუშაოების შესახებ.
13-14 ოქტომბერს, Skytrax-ის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული შემოწმების ფარგლებში შეფასდა მომსახურების ხარისხი, ინფრასტრუქტურა, მგზავრთა გამოცდილება და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რაც წარმოადგენს ამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების ნაწილს.
Skytrax-ი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ავიაციის სფეროში მომსახურების ხარისხს აფასებს. ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული აუდიტი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ შეფასებას.
უკვე წლებია, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, რომლებსაც ტავ ჯორჯია მართავს, Skytrax-ის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში ხვდებიან, რაც აეროპორტის ხარისხის და სერვისის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ზრდას ასახავს და ხაზს უსვამს აეროპორტის განვითარებისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.