მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

თელავის აეროპორტი მთლიანად შიდა ფრენებისთვის იქნება განკუთვნილი და პროექტი უფრო დაბალი დანახარჯებით განხორციელდება - ლევან დავითაშვილი

news image

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თელავის აეროპორტის პროექტის ოპტიმიზაციის შესახებ ისაუბრა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, თელავის აეროპორტი მთლიანად შიდა ფრენებისთვის იქნება განკუთვნილი.

 

მთლიანად საავიაციო პოლიტიკის, ტურიზმისა და ურბანული განვითარების კუთხით ცალსახად ახალი იმპულსი იქნება  ვაზიანის აეროპორტი, რომელიც უალტერნატივო პროექტია და გეგმის მიხედვით ვითარდება. შესაბამისად, თუ საერთაშორისო რეისები იქნება ვაზიანში, მით უმეტეს გრძელვადიან პერსპექტივაში, ოპტიმალურიარომ თელავის აეროპორტი უფრო დაბალი დანახარჯებით განხორციელდეს და იყოს მხოლოდ შიდა ფრენებისთვის გათვალისწინებული. ვაზიანი მოემსახურება, რა თქმა უნდა, ყველა ტიპის ფრენებს - ჩარტერებს, საერთაშორისო რეისებს და ა.." - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

მისი თქმით, თელავის აეროპორტი საკმაოდ ძვირი პროექტი იყო და ამჟამად ხდება პროექტის  ოპტიმიზაცია.

 

თელავის აეროპორტის პროექტის ოპტიმიზაცია ბუნებრივიც არის, რადგან ძალიან სწრაფად ხდება საქართველოს შიდა გზების და ინფრასტრუქტურის განვითარება, ძალიან ბევრი ადგილი მარტივად  ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებადია, ამიტომ თელავის აეროპორტს მოვიაზრებთ მთლიანად შიდა ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტად. რაც შეეხება ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის მიმდინარეობას, იცით, რომ  გვყავს ძირითადი საერთაშორისო პარტნიორი ADB,  რომელიც ექსპერტიზაში გვეხმარება - გავაკეთეთ პრეფიზიბილითი, გადავედით უფრო დეტალურ კვლევაზე და შესწავლაზე, პარალელურადდასრულდა სანავიგაციო კვლევებირომელმაც მოგვცა საშუალება, რომ სწორად დავგეგმოთ ასაფრენ- დასაფრენი ზოლი. ვაზიანის აეროპორტის პროექტი ხორციელდება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გეგმაზომიერადბიუჯეტში შესაბამისი თანხები არის და დღეს რაც გვაქვს კონკრეტული ალოკაცია, იმის ფარგლებში ვახორციელებთ სამუშაოებს" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა - დავით სონღულაშვილი

05.06.2025.20:05

გარემოს დაცვა ბუნების სიყვარულთან ერთად, ჩვენი ჯანმრთელობის, ეკონომიკის და მომავალი თაობების დაცვასაც გულისხმობს. ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მწვანე ეკონომიკისა და ეკო - განათლების განვითარებას. შესაბამისად, სხვადასხვა პროექტები რომლებსაც საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ვახორციელებთ მოიცავს, როგორც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასა და ემისიების შემცირებას, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვასა და მდგრადი ეკონომიკური სარგებლის მიღებას

სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ გარემოსდაცვითი სტანდარტები სრულად დაუახლოვდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ქვეყანაში შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება გავხადოთ მინიმალური

რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს დაცვა ყველას საქმეა - სახელმწიფოს, ბიზნესის და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა