მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152.5
0.029
flag
AZN 1.5892
0.0011
flag
CNY 39.102
0.0037
flag
EUR 3.0967
-0.0065
flag
GBP 3.5657
-0.0069
flag
KZT 56.73
0.006
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.7015
0.0017

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები ოთხმა კომპანიამ წარმოადგინა

news image

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას ეხებოდა, დასრულდა. 

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სატენდერო დოკუმენტაცია ოთხმა უცხოურმა კომპანიამ წარმადგინა, დოკუმენტაციის ანალიზის შემდეგ კი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. 

„დაგეგმილი გვაქვს დიდი დიღმის დასახლების მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება, რაც ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის და კომფორტული გადაადგილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების პირობებში, ტრამვაის ხაზების დემონტაჟი მოხდა. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, რომელიც გუშინ დასრულდა. მოცემულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი სატენდერო წინადადებები წარმოადგინა ოთხმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ, მათ შორის სამი თურქეთში, ხოლო ერთი ჩინეთში არის რეგისტრირებული. ოთხივე პრეტენდენტი წარმოადგენს საკმაოდ მსხვილ და გამოცდილ კომპანიებს, რომელთაც არაერთი ანალოგიური პროექტი აქვთ განხორციელებული. უკვე დაწყებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი და გამოცხადებული ტენდერის პირობებთან შესაბამისობის დადგენის პროცესი, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან დაიდება შესაბამისი ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ტრამვაის ხაზის ძირითად პარამეტრებს, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ტენდერი გამოცხადებული იყო აზიის განვითარების ბანკის (ADB-ის) შესყიდვის წესების შესაბამისად.

„ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7.5 კმ-ს, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. აღნიშნული პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი ტრამვაის დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება 11 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება ტრამვაის ხაზის ერთიან სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დიდი დიღმის მოსახლეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ხელმისაწვდომობას და შეამცირებს ტრანსპორტირების დროს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამი ეტაპისგან შედგება - კონცეპტუალური პროექტი, დეტალური პროექტი და მშენებლობა, რომელთა ჯამური ვადა შეადგენს 36 თვეს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

01.04.2026.12:03

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა