მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

თბილისში რიგით მეხუთე აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება

news image

საქართველო საერთაშორისო „აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. თბილისის რიგით მეხუთე საიუბილეო ფორუმი 22 - 23 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით გაიმართება. წელს ფორუმის მთავარი თემა და სლოგანია: Invest in Connectivity – Grow in Stability.

ღონისძიებას 2 000-მდე  დელეგატი დაესწრება, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიებისა და  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები და საერთაშორისო რანგის ექსპერტები.

ფორუმს გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი.

22 ოქტომბერს 7 პანელური სესია გაიმართება. განხილულ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა გლობალური ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, შუა დერეფნის განვითარება, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია და სხვა. ცალკე პანელური სესია მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და შესაძლებლობების განხილვას. 

პირველად, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, 23 ოქტომბერს თბილისის ფინანსური სამიტი გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან – Global Finance and Technology Network (GFTN) – პარტნიორობით ჩაატარებენ. სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.

პანელური სესიების გარდა, ფორუმი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას - გათვალისწინებული იქნება სპეციალური სივრცეები B2B (ბიზნესი ბიზნესთან) და B2G (ბიზნესი მთავრობასთან) შეხვედრებისთვის.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" პირველად 2015 წელს ჩატარდა. მასშტაბური ღონისძიება ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეკონომიკის სამინისტროში 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას 70 შერჩეული კანდიდატი გაივლის

07.10.2025.12:32

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის შესარჩევი კონკურსი  დასრულდა. უფლებამოსილმა კომისიებმა 70 კანდიდატი შეარჩიეს, რომლებიც სტაჟირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და  მის სისტემაში შემავალ უწყებებში გაივლიან.

3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეთა შერჩევა კონკურსის გზით მოხდა - შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი სტაჟირების მსურველი ახალგაზრდების აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა იყო.  სამინისტროში გასაუბრებისას უპირატესობა  უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს მიენიჭათ. 

სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, სრულად ჩაერთონ სამინისტროს და მისი ქვეუწყებების საქმიანობაში, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და დეტალურად გაეცნონ საჯარო უწყებების მუშაობის სპეციფიკას, რაც მათთვის მნიშვნელოვანი პროფესიული პრაქტიკა იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა