თბილისში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, „შპს. სანდო“ (მისამართი: ქ. თბილისი, გ. ნადარეიშვილის N5, ს.კ 406121913) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე საქმიანობდა.
„ამავდროულად ინსპექტირებისას დადგინდა რომ სურსათის წარმოებისას დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნები. ამოღებული და დალუქულია 419 ქილა მაწონი, 10 კილოგრამზე მეტი ყველი, 35 ცალი დაფასოებულ რძე (1 ლიტრიანი შეფუთვა), 110 ლიტრი რძე. კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი წარმოებების გამოვლენის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ. მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 3580 სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 32 არარეგისტრირებული საწარმო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.07.2025.14:46
მსხვილი ამერიკული ბანკი The Bank of New York Mellon Corporation ქართულ საბანკო სექტორთან თანამშრომლობას აფართოებს.
სს "ბაზისბანკი" საკორესპონდენტო ბანკების გლობალურ ქსელს აფართოებს და თანამშრომლობას იწყებს ამერიკულ საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანია The Bank of New York Mellon Corporation-თან.
თანამშრომლობა კიდევ უფრო გაამარტივებს ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის აშშ დოლარში საერთაშორისო გადარიცხვებისა და ჩარიცხვების განხორციელებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
აღსანიშნავია, რომ მსხვილი ამერიკული ფინანსური მომსახურების კომპანიის პარტნიორობა ქართულ საბანკო სისტემასთან ხაზს უსვამს ფინანსური სექტორის მიმართ ინტერესს და ზრდის ნდობას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საერთაშორისო გადარიცხვების არხები და გაუმჯობესდეს ტრანზაქციების ეფექტიანობა.
The Bank of New York Mellon Corporation გლობალური ფინანსური სერვისების უმსხვილესი მიმწოდებელია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში. BNY - ს საკორესპონდენტო ქსელის ერთ-ერთი უდიდესი დაფარვა აქვს მსოფლიოს მასშტაბით.
BNY სპეციალიზდება აქტივების მართვასა და სანდოობის მომსახურებებში, ემსახურება 100-ზე მეტ ბაზარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. BNY 240 წელზე მეტია ემსახურება კლიენტებს და აქტივების მართვისა და საინვესტიციო საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიოში.