მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7061.8
-0.0095
flag
AZN 1.6025
-0.0005
flag
CNY 37.987
0.0063
flag
EUR 3.1599
0.0345
flag
GBP 3.7079
0.06
flag
KZT 52.57
0.0038
flag
TRY 0.0687
0.0001
flag
USD 2.7252
-0.0008

თბილისში ახალი, 70 000-გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება

news image

თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილმა კომისიამ 70 000-გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონის მშენებლობისთვის ტერიტორია შეარჩია - ახალი სტადიონი აეროპორტის მიმდებარედ, ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის აშენდება.

 

მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მეგაპროექტის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. განკარგულებით სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებიც განისაზღვრა.

 

ახალი სტადიონი საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.

ამასთან, გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი  შეიქმნება.

 

ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია უეფას ექსპერტებთან ერთად მუშავდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების ახალი ადგილები გამოიყოფა

25.06.2025.12:07

ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, თბილისში დამატებით ახალი საპარკინგო  ადგილები გამოიყოფა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმითზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდება მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის დასახლების, დიდი დიღმის, ბაგების დასახლების კონკრეტულ  მისამართებსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე

თქვენ იცით, რომ კონკრეტულ რაიონებში აღნიშნული რეფორმა დაწყებული გვაქვს და დავნერგეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ავტომობილებს თავიანთი სანომრე ნიშნით  არეგისტრირებენ საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, მათთვის ზონალურ-საათობრივი პარკირება საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უფასოა.   

მიმდინარე წლის  1-ელი აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის დასახლების, დიდი დიღმის, ბაგების დასახლების კონკრეტულ მისამართებზე და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მისი თქმით, მოსახლეობას ავტომობილების რეგისტრაციისთვის შეეძლებათ მიმართონ  ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებს.

ცხადია, ყველა იმ ქუჩასა და ზონაში, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგება, განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოქალაქეებს ექნება საშუალება ჩვენი თანამშრომლებისგან მიიღონ ყველანაირი დახმარება საკუთარი ავტომობილების დასარეგისტრირებლად, რათა საპარკინგო არეალებში თქვენი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არ მოგიწიოთ რაიმე სახის გადასახადის გადახდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთაწმინდის რაიონში სულ 596 პარკირების ადგილია განსაზღვრული. კერძოდ, ზონალურ-საათობრივი პარკირება მოიცავს შემდეგ ქუჩებს: მიტროფანე ლაღიძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, არსენას, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, პავლე ინგოროყვას, შიო ჩიტაძის, ვუკოლ ბერიძის, ზურაბ ჟვანიას, ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას , მთაწმინდის, დანიელ ჭონქაძის, ძმები კაკაბაძეებისა და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩებს.  

ვაზისუბანში 160 საპარკინგე ადგილი მოეწყობა ოსიპ მანდელშტამისა და 17 შინდისელი გმირის ქუჩებზე;

დიდ დიღომში 324 საპარკინგე ადგილი გამოიყოფა ფარნავაზ მეფის გამზირზეგიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე (ფარნავაზ მეფის გადაკვეთის მიმდებარედ) და პეტრე იბერის ქუჩაზე;

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 160 ადგილი იქნება, ხოლო ბაგებშიზურაბ საკანდელიძის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე 100 ადგილი გამოიყოფა

ადგილობრივ მაცხოვრებლებს  უფასო  პარკირებისთვის 1 ივლისიდან შეეძლებათ რეგისტრაციის გავლა ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში.

საინფორმაციო ჯიხურები  განთავსდება შემდეგ მისამართებზე:

ბესიკის ქუჩა N25 - ის მოპირდაპირედ

ტარას შევჩენკის ქუჩა N5; 

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა N9; 

წყნეთის გზატკეცილი N49- ის მოპირდაპირედ

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N112; 

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N142; 

ოსიპ მანდელშტამის ქუჩა N3; 

ფარნავაზ მეფის გამზირი N1 ; 

ფარნავაზ მეფის გამზირი N35; 

პეტრე იბერის ქუჩა N24;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა