მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7074.2
-0.0013
flag
AZN 1.5979
0.0001
flag
CNY 37.877
0.0035
flag
EUR 3.1875
0.007
flag
GBP 3.6965
0.0052
flag
KZT 52.38
-0.0001
flag
TRY 0.0678
0
flag
USD 2.7174
0.0002

თბილისში 2 600-მდე პარკი და სკვერი მოეწყო და რეაბილიტირდა

news image

2018 წლიდან დღემდე თბილისში 2 600-მდე პარკი და სკვერი მოეწყო და რეაბილიტირდა, რაც 375 ჰექტარ გამწვანებულ სივრცეს გულისხმობს.  

ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შეჯამებისას განაცხადა

ამან ზოგადად შეცვალა ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება პარკების მიმართ. დედაქალაქში დაბრუნდა პარკების კულტურა. არ არსებობს სირცე, ეს იქნება პატარა სკვერი თუ დიდი საქალაქო პარკი, რომელსაც კარგ ამინდში უამრავი, სხვადასხვა ასაკის ადამიანი არ სტუმრობს. ჩვენთვის ეს არის სიგნალი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ

მისივე თქმით, დედაქალაქის გარემოს დაცვის პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა თბილისის ტყეზე ზრუნვა. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, 2018-2025 წლებში ტყე 142 ჰექტარზე მეტ ფართობზე აღდგა და განახლდა.  

აღნიშნული მიმართულება წლების განმავლობაში იყო დავიწყებული. არავითარი სამუშაოები არ ხორციელდებოდა, რის გამოც ბევრი სატყეო უბანი დეგრადირდა და დაკარგა ტყის სტატუსი. ჩვენ ჩავატარეთ ტყის სრული ინვენტარიზაცია და შევუდექით ყველაზე პრობლემური ადგილების რეაბილიტაციას. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა 142 ფექტარზე, სადაც დაირგო 80 ათასზე მეტი ხე“, - განაცხადა მერის მოადგილემ

ამასთან, ანდრია ბასილაიას თქმით, ბოლო წლებში არაერთი ღონისძიება განხორციელდა თბილისის ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით. კერძოდ, განხორციელდა ფიტოსანიტარიული სამუშაოები, გეგმური სანიტარიული ჭრები, ბალახის თესვისა და ბულჩირების სამუშაოები, გზაგამყოფებისა და საგზაო კუნძულების მოწყობა-მოწესრიგება, რომელიც უკვე 75 მისამართზე განხორციელდა.

 

გარდა ამისა, მისივე თქმით, დედაქალაქში უკვე 36 ახალი შადრევანი მოეწყო, 23 კი რეაბილიტირდა; დაირგო 700 ათასამდე მწვანე ნარგავი

პრეზენტაციაზე მერის მოადგილემ ახალ პარკებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, პარკები მოეწყო ისეთ ადგილებზეც კი, სადაც მანამდე სარეკრეაციო სივრცე არასდროს ყოფილა და ამის ნათელი მაგალითია ზღვისუბნის პარკი

აქ წლების განმავლობაში იყო ჭაობი, ანტისანიტარია. ეს იყო ადგილი, რომელსაც მოსახლეობა თავს არიდებდა. ამ პროექტის განხორციელებაში 40 მლნ ლარამდე დაიხარჯა. ერთი წელი მხოლოდ დაჭაობებული ნიადაგის გატანისთვის დაგვჭირდა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლით სამუშაოების განხორციელება. პარკი შარშან გავხსენით, თუმცა გამწვანების სამუშაოებს ვაგრძელებთ. 2-3 წელი გვჭირდება ხოლმე, რომ პროექტმა გამწვანების კუთხით სრულყოფილი სახე მიიღოს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ

მისივე თქმით, პარკები ასევე მოეწყო ლილოს დასახლებასა და ივერთუბანში, ასევე, გაკეთდა ლიბანის სკვერი; გარდა ამისა, ბავშვთა ქალაქმზიურისგასხვისებული, დაახლოებით, 1.5 ჰექტარი ტერიტორია დაუბრუნდა ქალაქს და მიემატამზიურისპარკს, რომელიც ახლა უკვე 16 ჰექტარს მოიცავს

რაც შეეხება არსებული პარკების რეაბილიტაციას, მერის მოადგილის თქმით, განახლდა სარაჯიშვილის ბულვარი და სკვერი (2.5 ჰა),  მარშალ გელოვანის სახელობის სკვერი, ვაკის პარკი, პუშკინის სკვერი, . გამსახურდიას სახელობის სკვერი (.. გეგეშიძის ბაღი); რეაბილიტაცია ჩაუტარდა დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტექსელის სკვერს, გორგასლის ბულვარს, მუხიანის პარკს, სამგორის პარკს; სამგორში, ვარკეთილის ზემო პლატოზე მოეწყო პარკი, ხოლო ვაჟა-ფშაველას კვარტლებში - ციციშვილის პარკი

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დედაქალაქის მოსახლეობას უახლოეს წლებში მეტროს 111 ახალი, თანამედროვე ვაგონი მოემსახურება

10.07.2025.18:09

თბილისის მერიაში მეტროს თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის - შპს „ჯი-თი გრუპის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი ესწრებოდნენ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შარკოვმა და „ჯი-თი გრუპის“ გენერალურმა დირექტორმა თემურ უსტიაშვილმა მოაწერეს ხელი. 

თბილისის ვიცე-მერის განმარტებით, აღნიშნული სიახლე თბილისის მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. 

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ წლების განმავლობაში ვახორციელებთ მეტროს მოდერნიზებას, მეტროსადგურების რეაბილიტაციას, ასევე, შეკეთდა მეტროს ვაგონები. დადგა ახალი ეტაპი - გადავედით ევროპული სტანდარტის ტიპის მეტროს ვაგონების შესყიდვაზე. ჩვენს ქალაქს 111 ვაგონი ხუთი წლის განმავლობაში მიეწოდება. მოქალაქეები მომავალში კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტით ისარგებლებენ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.  

ხელშეკრულების ფარგლებში, „ჯი-თი გრუპი“ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელთან (კომპანია CRRC, ჩინეთი) თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტს 111 ვაგონს (სულ 25 მატარებელი, მათ შორის, 14 ერთეული 4-ვაგონიანი და 11 ერთეული 5-ვაგონიანი) მიაწვდის.

ახალი მატარებლები იქნება ე.წ. გამჭოლი ვაგონებით. „ახმეტელის თეატრი-ვარკეთილის“ ხაზს დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლების ნაცვლად, 5-ვაგონიანი მატარებლები მოემსახურება, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა და გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.

თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე ტენდერი თბილისის მერიის, ცენტრალური ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მხარდაჭერით გამოცხადდა. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 150 მლნ ევროს (დღგ-ს გარეშე).

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მეტროში არსებულ ყველა ვაგონს სხვადასხვა მოცულობის სარეაბილიტაციო სამუშაო ჩაუტარდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ვაგონს ეტაპობრივად ეწურება საექსპლუატაციო რესურსი, აუცილებელია მათი ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე ვაგონებით. 

დედაქალაქს ამ დროისთვის 48 მატარებელი (სულ 192 ვაგონი) ემსახურება. მეტროს ვაგონების შესყიდვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რათა დღეს არსებული შემადგენლობები სრულად განახლდეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა