თბილისსა და თელ ავივს შორის დაგეგმილი, უახლოესი 24 საათის, ფრენების განრიგი - TAV Georgia
უახლოესი 24 საათის განმავლობაში საქართველოსა და ისრაელს შორის 8 რეისი შესრულდება. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, თბილისსა და თელ ავივს შორის ფრენების უახლოესი განრიგი ასეთია:
12 ოქტომბერი
15:00 – თბილისი-თელავივი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 2699;
21:10 – თელავივი-თბილისი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 2700;
22:30 – თელავივი-თბილისი; ავიაკომპანია Arkia Israeli Airlines, რეისის ნომერი IZ 417; (სავარაუდოდ, რეისი შესრულდება 4-საათიანი დაგვიანებით)
23:00 – თბილისი-თელავივი; ავიაკომპანია Arkia Israeli Airlines, რეისის ნომერი IZ 418;
13 ოქტომბერი
00:35 – თელავივი-თბილისი; ავიაკომპანია EL AL, რეისის ნომერი LY 5109;
01:40 – თბილისი-თელავივი; ავიაკომპანია EL AL, რეისის ნომერი LY 5110;
06:15 – თბილისი-თელავივი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 2695;
12:40 – თელავივი-თბილისი; ავიაკომპანია Georgian Airways, რეისის ნომერი A9 2696.
სხვა სიახლეები
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
02.01.2026.18:48
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ93 (მლეთა-გუდაური) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და განხორციელდება ცალმხრივ რეჟიმში, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ამავე საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია.