თბილისისა და ბათუმის აეროპორტები ტავ ჯორჯიამ შანხაიში სამდღიან საერთაშორისო გამოფენაზე - ITB China-ზე წარადგინა
თბილისისა და ბათუმის აეროპორტები ტავ ჯორჯიამ შანხაიში სამდღიან საერთაშორისო გამოფენაზე, ITB China-ზე წარადგინა. ღონისძიების ფარგლებში ტავ ჯორჯიამ შეხვედრები გამართა სხვადასხვა ავიაკომპანიასთან. მათ შორის არის: Finnair, Egypt Air , Ethiopian Airlines, მალაიზიის ავიახაზები და Juneyao Air (შანხაი). შეხვედრების ფარგლებში ტავ ჯორჯიამ აღნიშნულ ავიაკომპანიებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების სერვისებისა და პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ჩინურ ავიახაზებთან საუბარი შეეხო დიდ ჩინურ ქალაქებთან პირდაპირი ავიარეისების მნიშვნელობას, ეგვიპტურ ავიახაზებთან კი განიხილეს საკურორტო ქალაქებთან პირდაპირ ავიარეისებზე არსებული მოთხოვნა.
ITB China სამდღიანი საერთაშორისო B2B გამოფენა-ფორუმია, რომელიც სრულად ორიენტირებულია ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე. ეს მოვლენა აერთიანებს ტურიზმისა და ავიაციის გლობალურ ოპერატორებს და ქმნის პლატფორმას მათ დასაკავშირებლად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან - ჩინურ ბაზართან. ITB China ქმნის ეფექტურ გარემოს ინდუსტრიული თანამშრომლობისთვის და ხელს უწყობს ჩინურ ბაზარზე გლობალური ტურისტული პროდუქტების და სერვისების პოპულარიზაციას.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
31.05.2025.18:20
ქალაქ მცხეთაში, მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის გვერდით, ახალი ხიდი შენდება.
მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე, მდინარე მტკვარზე ამჟამად არსებული ხიდი 1926 წელსაა აშენებული. ძველი ხიდის ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე დატვირთვებს.
ახალი ხიდი სრულად შეესაბამება მცხეთის - ქალაქ-მუზეუმის - არქიტექტურულ, ესთეტიკურ და ისტორიულ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს თავისუფალ სატრანსპორტო მოძრაობას.
ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება, დაახლოებით 6.6 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოები წელს დასრულდება.
მცხეთის ხიდი თბილისის მხრიდან ქალაქთან დაკავშირების ერთადერთი საშუალებაა. გარდა ამისა, მისი მეშვეობით ქალაქი მცხეთა რკინიგზის სადგურს და ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზას უკავშირდება. ნაგებობა მცხეთის ძველ, ისტორიულ უბანშია (ე.წ. პომპეუსის ხიდის მიმდებარედ). სწორედ იქ, სადაც მტკვარი ზაჰესის წყალსაცავს უერთდება.