მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.2
-0.0082
flag
AZN 1.5923
-0.0003
flag
CNY 38.07
-0.0005
flag
EUR 3.1342
-0.0025
flag
GBP 3.5514
-0.0085
flag
KZT 52.22
0.0022
flag
TRY 0.0639
0
flag
USD 2.7073
-0.0005

რატომ სთხოვს თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას წინასაახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენებისგან თავშეკავებას

news image

თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას წინასაახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენებისგან თავშეკავებას სთხოვს, რადგან ძლიერი ხმაური და განათებები ცხოველებში შიშს, სტრესსა და თვითდაზიანების რისკს იწვევს. როგორც Business Insider Georgia-სთან თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მზია შარაშიძე აცხადებს, ასეთ დროს დიდი შანსია ცხოველების დაზიანების, რადგან მათ ეშინიათ და ვოლიერების კედლებს ეხეთქებიან.

„ჩვენ ყოველ წელს ზოოპარკის სახელით ვავრცელებთ განცხადებას და ვთხოვთ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ (გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიები) და ასევე თბილისის ზღვაზე, ახალი ზოოპარკის მიმდებარედ (სადაც გადაყვანილია ცხოველების გარკვეული ნაწილი), რომ ზოოპარკის მიმართულებით მაინც ნაკლებად ისროლონ ფეიერვერკები და ზოგადად პიროტექნიკის გამოყენება შეამცირონ. იმიტომ, რომ ეს ხმაური და განათებები ძალიან სტრესულია ცხოველებისთვის. ისინი მძაფრად რეაგირებენ და ეშინიათ. იწყებენ ვოლიერებში სირბილს - ეხეთქებიან კედლებს და დიდია იმის ალბათობა, რომ ცხოველებმა ამ დროს თავი დაიზიანონ. ზოგადად, ჩვენ ამ დღისთვის წინასწარ ვემზადებით ხოლმე. დღის განმავლობაში ვეტექიმები იმ ცხოველებს, რომლებიც განსაკუთრებით ‘ნერვიულები’ არიან, აძლევენ დამამშვიდებელ პრეპარატებს, რათა შემდგომ ღამით, როცა სროლა დაიწყება, ნაკლებად დაისტრესონ.

ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს - მე ძაღლი მყავს - ყველას აქვს ის გამოცდილება, თუ როგორ რეაგირებს შინაური ცხოველიც კი, რომელიც ჩვენს ყოფით თემებს მიჩვეულია, ხმაურზე. მაგალითად, ჩემი ძაღლი, როდესაც ფოიერვერკებია, დივანის ქვეშ ძვრება და რამდენიმე საათი აღარ გამოდის. და როცა შინაურ ცხოველს ასეთი რეაქცია აქვს, რა თქმა უნდა, გაორმაგებულია გარეული ცხოველის რეაქცია, რომელსაც უშუალო კონტაქტი ადამიანებთან არ აქვს. მესმის, რთულია - ხალხს უხარია და უნდათ ამ სიხარულის გამოხატვა, მაგრამ თხოვნა იქნება, რომ თუ შეიძლება, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა თავი შეიკავონ პიროტექნიკის გამოყენებისგან,“ - აცხადებს მზია შარაშიძე.

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება გზებზე, ეს რიცხვი გარკვეული ზომების მიღებას გვავალდებულებს - ალექსანდრე დარახველიძე

19.11.2025.18:02

სამწუხაროდ, საქართველოში გზებზე დაშავების და გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალ ნიშნულზეა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. მისი თქმით, ყველაზე ხშირად ავარიებს და დაშავებას სიჩქარის გადაჭარბება იწვევს.

„ევროპაში პირველ ადგილზე ვართ, 100 ათასს მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება გზებზე. ეს მაშინ, როცა ევროპული საუკეთესო მაჩვენებელია 2-3 ადამიანი, ყველაზე მაღალია 7 ადამიანი, რომელიც რუმინეთში ფიქსირდება, საქართველოში კი ეს მაჩვენებელია 11-ია. ეს ის რიცხვია, რაც გვავალდებულებს, გარკვეული ზომები მივიღოთ.

2024 წელს ავარიების შედეგად 7 587 დაშავების შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 444 ადამიანი. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 6 041 ადამიანია დაშავებული, გარდაიცვალა 345 ადამიანი. ავარიების შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი წინა წლის ცხრათვიან პერიოდთან შედარებით 41 ერთეულით არის გაზრდილი, ხოლო დაშავების მაჩვენებელი – 637 ერთეულით. 373 ერთეულით არის გაზრდილი ავარიების რაოდენობა. ყველაზე ხშირად ავარიებს და დაშავებას სიჩქარის გადაჭარბება იწვევს. გასულ წელს სიჩქარის გადაჭარბებაზე მილიონ-ნახევარზე მეტი ჯარიმა დაიწერა. სიჩქარის გადაჭარბების მაჩვენებელი საერთო სამართალდარღვევის ჭრილში 41.96%-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა დარახველიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა