მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7042.3
0.0048
flag
AZN 1.5877
0.0011
flag
CNY 37.623
0.0043
flag
EUR 3.145
-0.008
flag
GBP 3.6437
-0.0049
flag
KZT 50.14
0.0001
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.7
0.0019

თბილისის ზღვის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში, სახელმწიფო მიწაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განხორციელდა

news image

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რეკრეაციულ ზონაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა.

დამრღვევი სუბიექტების არაერთი გაფრთხილებისა და გაცემული მითითების შეუსრულებლობის, ასევე, მშენებლობის შეჩერების დადგენილების დაუმორჩილებლობის შემდეგ, მუნიციპალურმა ინსპექციამ მიიღო შესაბამისი დადგენილება და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ მიმდინარე კაპიტალური მშენებლობების დემონტაჟი მოახდინა. 

„თბილისის ზღვის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში აღვკვეთეთ მორიგ ჯერზე სახელმწიფო და თვითმმართველის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების მიტაცების მცდელობა და მათზე მიმდინარე უკანონო მშენებლობები. სამსახურმა ოპერატიულად იმოქმედა და დროულად მოხდა უკანონო განაშენიანების პროცესის შეჩერება და რეკრეაციული ზონის შენარჩუნება. მუნიციპალური ინსპექცია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს უკანონო მშენებლობების გამოვლენისა და მათზე რეაგირების კუთხით. 

მსურს, მოვუწოდო მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, რადგან სამსახური ყოველთვის კანონის შესაბამისად იმოქმედებს. აქვე აღსანიშნავია, რომ უკანონო მშენებლობების მწარმოებელი პირები, რომლებიც ცდილობდნენ  სახელმწიფო მიწების მიტაცებას, საკუთრებაში  ფლობენ არაერთ ბინას და მიწის  ნაკვეთს“, - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა და მხარდაჭერისთვის სამართალდამცავ უწყებებს მადლობა გადაუხადა.  

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თბილისის ზღვის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში, სახელმწიფო მიწაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განხორციელდა

20.08.2025.18:53

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რეკრეაციულ ზონაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა.

დამრღვევი სუბიექტების არაერთი გაფრთხილებისა და გაცემული მითითების შეუსრულებლობის, ასევე, მშენებლობის შეჩერების დადგენილების დაუმორჩილებლობის შემდეგ, მუნიციპალურმა ინსპექციამ მიიღო შესაბამისი დადგენილება და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ მიმდინარე კაპიტალური მშენებლობების დემონტაჟი მოახდინა. 

„თბილისის ზღვის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში აღვკვეთეთ მორიგ ჯერზე სახელმწიფო და თვითმმართველის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების მიტაცების მცდელობა და მათზე მიმდინარე უკანონო მშენებლობები. სამსახურმა ოპერატიულად იმოქმედა და დროულად მოხდა უკანონო განაშენიანების პროცესის შეჩერება და რეკრეაციული ზონის შენარჩუნება. მუნიციპალური ინსპექცია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს უკანონო მშენებლობების გამოვლენისა და მათზე რეაგირების კუთხით. 

მსურს, მოვუწოდო მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, რადგან სამსახური ყოველთვის კანონის შესაბამისად იმოქმედებს. აქვე აღსანიშნავია, რომ უკანონო მშენებლობების მწარმოებელი პირები, რომლებიც ცდილობდნენ  სახელმწიფო მიწების მიტაცებას, საკუთრებაში  ფლობენ არაერთ ბინას და მიწის  ნაკვეთს“, - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა და მხარდაჭერისთვის სამართალდამცავ უწყებებს მადლობა გადაუხადა.  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა