თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან იწმინდება
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან ასუფთავებენ. უკანონოდ განთავსებული დიდი მოცულობის სამშენებლო ნარჩენის გატანა სპეცტექნიკის საშუალებით ხდება.
ტერიტორიას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს და პერიოდულად მოხდება მონიტორინგი.
დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.
„ქუჩებში, ქალაქის შემოგარენში, საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილია დედაქალაქში ნარჩენების მართვის წესი და მომხმარებელთა უფლება-მოვალეობები, რომლის დარღვევაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.
მოსახლეობას და კერძო კომპანიებს მოვუწოდებთ, სარემონტო ნარჩენი უკანონოდ არ განათავსონ რეკრეაციულ სივრცეებში და ისარგებლონ „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი მომსახურებით. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - https://www.tbsg.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.05.2025.18:18
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.
დაგეგმილია შეხვედრები ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, ემანუელ სუბეირანთან (Dr. Emmanuelle Soubeyran), პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრთან, ჟოზე მანულე ფერნანდესთან (Mr. Jose Manuel Fernandes) , ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის მინისტრთან, ლუის პლანას პუჩადესთან Mr. Luis Planas Puchades.
მინისტრთან ერთად საფრანგეთში იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.