მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის პლასტმასის გამოყენების შემცირების და ნარჩენების მართვის საკითხებზე საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისის სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა. პროგრამის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა თბილისის 55-ე, 53-ე და 51-ე საჯარო სკოლებში.

ტრენინგების მიზანია ახალგაზრდა თაობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავდა პლასტმასის გამოყენების შემცირების და ნარჩენების მართვის საკითხებს, მათ შორის, ნარჩენების დახარისხების პრაქტიკულ მიდგომებს, პლასტმასის უარყოფით გავლენას გარემოზე და პლასტმასის ალტერნატივებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდული ინიციატივების გაძლიერებას.

ტრენინგები მოიცავდა ლექციებს, პრაქტიკულ სამუშაოებსა და ჯგუფურ დავალებებს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევდა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის განცხადებით, ცენტრისთვის ახალგაზრდებთან მუშაობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ადრეული ასაკიდანვე გააცნობიერონ გარემოს დაცვის მნიშვნელობა და საკუთარი ყოველდღიური ქცევებით ჩაერთონ პროცესში. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს პასუხისმგებლიანი, აქტიური და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული თაობის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

07.04.2026.15:15

8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - წერია სააგენტოს ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა