მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7096
0.0083
flag
AZN 1.5741
0.0012
flag
CNY 39.01
-0.0076
flag
EUR 3.1581
0.0037
flag
GBP 3.6066
-0.0125
flag
KZT 53.74
0.0024
flag
TRY 0.0609
0
flag
USD 2.6759
0.0018

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე შიდა გზები ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება

news image

დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე შიდა გზების წმენდა გრძელდება. გაიწმინდა თბილისის ქუჩები არსებული გადასასვლელები, გაჩერებები. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ.

თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ამ დროისთვის, ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის #3-თან მდებარე საცხოვრებელ სახლთან, ასევე, ლოტკინის დასახლებაში, გურამ ასათიანის N26-ში გრუნტის დამჭერი კედელი ჩამოიშალა. მიწის ჩამოშლა მოხდა ვაკის და საბურთალოს რაიონებში რამდენიმე მისამართზე, ასევე გლდანის და ისნის რაიონებში. გარდა ამისა, ისანში ერთ-ერთი ავარიული სახლის კედელი ჩამოიშალა. აღნიშნულ მისამართზე არავინ ცხოვრობდა. გვერდით სახლში მცხოვრებლებმა კი სასტუმროში გადაყვანაზე უარი განაცხადეს. ისანში, ერთ-ერთ ლოკაციაზე ბილიკის ჩამოშლის ფაქტი ფიქსირდება. ისნის გამგეობა აღდგენის სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს. 

აღნიშნული შემთხვევების გამო არავინ დაშავებულა. გამგეობებმა უკვე უზრუნველყო დაზარალებული ოჯახების სასტუმროში დროებით გადაყვანა. ადგილზე მუშაობდნენ, როგორც გადაუდებელი სიტუაციების კოორდინაციის, ისე მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.  ტერიტორიები გაიწმინდა, მოეწყო დროებითი  შემოღობვა, ხოლო აღდგენითი სამუშაოები დაიწყება უახლოეს მომავალში. 

თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ და გამგეობების კონტრაქტორი კომპანიები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ დაზიანებული ხეების დამუშავებას და მათ გატანას სხვადასხვა მისამართებზე. 

მოსახლეობას შევახსენებთ, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე- 032 2722222; 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ქვეყნის დატოვება სურთ, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

01.03.2026.17:09

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ქვეყნის დატოვება სურთ, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„გთხოვთ, გაეცნოთ ისრაელის სახელმწიფოს რეკომენდაციებს: ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ამ დროისთვის ისრაელის საჰაერო სივრცე დახურულია. ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება სახმელეთო გზით – ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.

ეგვიპტის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია, გადაკვეთოს საზღვარი Menachem Begin-Taba border crossing 24/7 მოქმედი სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტით, რომელიც მდებარეობს ეილათთან. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია მანქანით და/ან ავტობუსი/მატარებლით.

ეგვიპტეში შესასვლელად საჭიროა ვიზა და ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა, რომლის აღებაც ეგვიპტის საზღვარზეა შესაძლებელი: ვიზის სტიკერი ღირს 25 დოლარი; ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებელი ნებართვა ღირს 21 დოლარი. საზღვრიდან შარმ ელ-შეიხის მიმართულებით მოძრაობს ტაქსი/სამარშრუტო ტაქსი – მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათი და 30 წუთია. შარმ ელ-შეიხიდანშესაძლებელია თვითმფრინავით გამგზავრება საქართველოში (არის პირდაპირი რეისები). სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შესაძლებელია მისვლა ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით. საჭიროების შემთხვევაში ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +20 10 97966074;

იორდანიის შემთხვევაში Yitzhak Rabin Crossing მგზავრებისთვის ღიაა 08:00-20:00 საათამდე, ხოლო ავტომობილებისთვის – 19:00 საათამდე. საჭიროების შემთხვევაში გადავა 24/7 რეჟიმზე. ისრაელის დატოვებისას მოქალაქე იხდის ქვეყნიდან გასვლის მოსაკრებელს – 122 შეკელს. რიგში დგომის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მოსაკრებლის წინასწარ გადახდა. იორდანიაში შესასვლელად საჭიროა ვიზა, რომლის მიღებაც შესაძლებელია იორდანიის საზღვარზე. ვიზის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 70 აშშ დოლარს. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მისვლა შესაძლებელია ტაქსით და/ან ავტობუსი/მატარებლით. The Yitzhak Rabin Crossing საზღვრიდან ამანისმიმართულებით მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით ოთხი საათია.

ამანიდან შესაძლებელია თვითმფრინავით მგზავრობა მესამე ქვეყნის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში იორდანიაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +962 797 299 799;

ამ ეტაპზე ყველა სხვა სახმელეთო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაკეტილია. გთხოვთ, გამგზავრებამდე გადაამოწმოთ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სტატუსი შემდეგ გვერდზე: https://www.iaa.gov.il/“, - ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა