მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7112.4
0.0185
flag
AZN 1.6005
0.0039
flag
CNY 38.329
0.0113
flag
EUR 3.174
0.013
flag
GBP 3.6265
0.0033
flag
KZT 50.95
0.0044
flag
TRY 0.0648
0.0001
flag
USD 2.7212
0.006

თბილისის საკრებულოში საფოსტო მარკის „ტფილისის ქალაქისთავი დიმიტრი ყიფიანი 150 წელი“ პრეზენტაცია გაიმართა

news image

თბილისის საკრებულოში, დიდი ქართველი მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის ქალაქისთავად არჩევის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის - „ტფილისის ქალაქისთავი - დიმიტრი ყიფიანი 150 წელი“ პრეზენტაცია გაიმართა. საფოსტო მარკა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით და შპს საქართველოს ფოსტის ორგანიზებით გამოიცა. 

საიუბილეო საფოსტო მარკაზე გამოსახულია დიმიტრი ყიფიანის პორტრეტი და საკრებულოს სხდომათა დარბაზი, მარკის მცირე ფურცელზე კი ასახულია თბილისის საკრებულოს შენობა და დიმიტრი ყიფიანის ხელმოწერა.

ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ გახსნა.  სტუმრებს სიტყვით მიმართეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ  თამარ იოსელიანმა,  თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თამაზ ჯოლოგუამ და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა მარიკა დარჩიამ. 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დიმიტრი ყიფიანის ღვაწლზე და საფოსტო მარკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„დიდი პატივია, რომ დღეს თბილისის საკრებულო მასპინძლობს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, როგორიცაა ეროვნული მოღვაწის  - დიმიტრი ყიფიანის ქალაქისთავად არჩევის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია. დიმიტრი ყიფიანს უდიდესი წვლილი მიუძღვის მე-19 საუკუნის საქართველოში ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებასა და განსაკუთრებით თბილისის თვითმმართველობის როლის გაძლიერებაში. მისი ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის უკომპრომისო ბრძოლის,  სამშობლოსთვის თავდადების მაგალითია და ეს საფოსტო მარკა კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მისი ღვაწლი და სახელი უკვდავია.

მადლობა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს კახა ლაბუჩიძეს ამ ინიციატივისთვის და მადლობა ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ფოსტას ამ იდეის ხორცშესხმისთვის. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ისტორიული მოვლენა“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, რომ 2025 წელს სრულდება 150 წელი იმ მნიშვნელოვანი მოვლენიდან, როდესაც ქალაქ თბილისის თავად არჩეულ იქნა მე-19 საუკუნის გამოჩენილი ქართველი მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, დრამატურგი, საზოგადო და პოლიტიკური ქველმოქმედი,  წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანი.

„მარკა არის მეხსიერების მატარებელი , მცირე ფორმატში გადმოცემული დიდი ისტორია. მისი შექმნა არა მხოლოდ ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გამოვლინებაა, არამედ საერთაშორისო დონეზე საქართველოს კულტურული იდენტობის პოპულარიზაციის მნიშვნელოვანი ნაბიჯიც. დიმიტრი ყიფიანის მარკა ფართო საზოგადოებას გააცნობს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და კულტურულ ფიგურას,  ქალაქ თბილისის არჩეულ თავს,“ - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ საზეიმოდ გადასცა მარკის პირველი ეგზემპლარები თბილისის  საკრებულოს თავმჯდომარეს ზურაბ აბაშიძეს და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს კახა ლაბუჩიძეს.

საკრებულოს თამარ მეფის დარბაზი 2015 წლიდან დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს. დარბაზში განთავსებულია მისი ბიუსტი, ასევე თბილისის საკრებულოში ფუნქციონირებს დიმიტრი ყიფიანის სახელობის საგამოფენო სივრცე.

საფოსტო მარკა მიმოქცევაშია 2025 წლის 23 ოქტომბრიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით. ახლა უკვე საფოსტო გზავნილების მიმოცვლა შესაძლებელია აღნიშნული მარკით. მარკის დიზაინერია ბადრი გაგნიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 20.000 ერთეული.

დიმიტრი ყიფიანისადმი მიძღვნილი მარკის გამოშვება მიზნად ისახავს ეროვნული, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და ქართული ისტორიის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენას.

 

 

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჟინვალის ჰიდროკომპლექსი 40 წლის გახდა

28.10.2025.17:01

ჟინვალის ჰიდროელექტროსადგური 40 წლის იუბილეს აღნიშნავს.  ჰიდროკომპლექსის იუბილესთან დაკავშირებით,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ვეტერანი თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია გამართა.  კომპანიამ მათ წლების განმავლობაში გაწეული თავდადებული შრომისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

დღეს ჟინვალის ჰიდროკომპლექსი ქვეყნის წყალმომარაგების უმნიშვნელოვანესი ობიექტი და სიდიდით მეორე წყალსაცავია საქართველოში. კაშხლის სიმაღლე 102 მეტრია, ხოლო წყალსაცავის მოცულობა 520 მილიონ კუბურ მეტრს წარმოადგენს.

2008 წლიდან კომპლექსის ოპერირებას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ახორციელებს, რომელიც 2022 წლიდან უკვე ესპანური კომპანია Aqualia-ს მმართველობის ქვეშ არის.  კომპანია მუდმივად ზრუნავს სისტემის უსაფრთხოებაზე, მართვისა და დაცვის ტექნოლოგიურ განახლებასა და ენერგოეფექტურობზე. განახლდა  ძალოვანი დანადგარები,  დაინერგა თანამედროვე მონიტორინგისა და ავტომატიზებული კონტროლის სისტემები.

“GWP-სა და Aqualia-სთვის ჟინვალის ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული აქტივია. ჩვენი ყურადღება და ძალისხმევა  მის უსაფრთხო და ეფექტიანად მართვისკენ არის მიმართული და მუდმივად ვზრუნავთ სისტემის ტექნოლოგიურ განახლებაზე.

მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა იმ თანამშრომელს,  ვინც ყოველდღიურად ზრუნავს ჟინვალის გამართულ ფუნქციონირებაზე. განსაკუთრებული მადლობა იმ  ვეტერან თანამშრომლებს რომლებიც ჰიდროკომპლესის ამოქმედების დღიდან ერთგულად ემსახურებიან ჟინვალჰესს.”- ხოსე მიგელ სანტოსი, GWP-ის გენერალური დირექტორი.

ჟინვალის ისტორია მხოლოდ ტექნოლოგია არ არის — ეს ადამიანების ისტორიაა.  იმ ადამიანების, რომლებმაც ობიექტის მშენებლობასა და ამოქმედებაში მონაწილეობა მიიღეს და დღემდე ერთგულად აგრძელებს მის მოვლას.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა