თბილისის საკრებულო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
თბილისის საკრებულო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
ილია მეორემ ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი გზა, გააერთიანა საზოგადოება, გააძლიერა ჭეშმარიტი რწმენა და სიყვარული თითოეული ადამიანის გულში. მისი ცხოვრება იყო თავგანწირვის, სიბრძნისა და უსაზღვრო სიკეთის მაგალითი.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრავალრიცხოვან სამწყსოს და სრულიად საქართველოს ამ დიდ დანაკარგს.
სხვა სიახლეები
ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა იყო მრწამსის მაღალი ღირებულებების, პატრიოტიზმისა და ხალხთაშორის მეგობრობის სიმბოლო - ნიკოლ ფაშინიანი
18.03.2026.15:22
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგას, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
როგორც წერილში ფაშინიანი აღნიშნავს, ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა იყო მრწამსის მაღალი ღირებულებების, პატრიოტიზმისა და ხალხთაშორის მეგობრობის სიმბოლო.
„ტკივილით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ილია მეორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა იყო მრწამსის მაღალი ღირებულებების, პატრიოტიზმისა და ხალხთაშორის მეგობრობის სიმბოლო.
მისი დაუვიწყარი წვლილი სულიერი ცხოვრების განვითარების, საზოგადოების კონსოლიდაციისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში მუდამ დარჩება ყველას მეხსიერებაში. სომეხი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ მწუხარებას და თანავუგრძნობ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ძმურ ქართველ ხალხს, ვუსურვებ რა ძალას და სიმტკიცეს ამ რთულ მომენტში“, - წერს ფაშინიანი.