თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერითა და თბილისის მერიის დაფინანსებით უკვე მეოთხე წელია ტარდება. ფესტივალის მიზანია არასახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი თბილისის ბავშვთა ფოლკლორული გუნდების ხელშეწყობა.
შემოქმედებითი საღამოს მონაწილეებს ჯილდოები და სიგელები დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, გადასცეს.
ღონისძიებაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდული გუნდების ფესტივალი, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ხალხური შემოქმედებისადმი ინტერესი.
„ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი უკვე მეოთხედ ტარდება. თბილისის მუნიციპალიტეტი ამ ფესტივალის ძალიან დიდი მხარდამჭერია. წლიდან წლამდე ეს ფესტივალი უფრო პოპულარული ხდება და მან მართლაც დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი შემოქმედებით ასპარეზზე. ფესტივალს ძალიან ძლიერი შემოქმედებითი კოლექტივი ჰყავს, რაც მას უფრო და უფრო პოპულარულს ხდის. მინდა ყველა მონაწილეს მივულოცო დღევანდელი დღე და წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების უკვე ტრადიციადქცეულ ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობას სხვადასხვა ფოლკლორული გუნდები იღებენ. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი, ლოტბარი დავით ცინცაძე და ანსამბლ „საგალობელის“ ხელმძღვანელი, ლოტბარი მაია მიქაბერიძე არიან.
წელს ტრადიციულ მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის ათი ფოლკლორული ანსამბლი დააჯილდოვეს. შემოქმედებითი საღამო ყველა მონაწილის ერთობლივად შესრულებული მრავალჟამიერით დასრულდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.06.2025.17:12
23.06.2025.16:36
23 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 2025 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის შედეგები წარადგინა. მიმდინარე წელს კომპანია აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებას როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით და თბილისის, ქალაქ რუსთავისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგებას ეტაპობრივად აუმჯობესებს.
მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად 2025 წელს კომპანია უპრეცედენტოდ დიდ - 126 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ინვესტირება განხორციელდება წყლისა და წყალარინების ამორტიზებული ქსელების რეაბილიტირების, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლებებისა და ენერგეტიკის მიმართულებებით.
წყალმომარაგების დარგში არსებული გამოწვევები, როგორიცაა სისტემის სტაბილურობა და ქსელების მდგომარეობა, არაერთი მიმართულებით მასშტაბურ ინვესტიციას საჭიროებს, შესაბამისად, ჯივიპი ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მომხმარებლებისთვის წყალმომარაგების სერვისის ეტაპობრივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
ჯივიპის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების განახლებაა. სწორედ ამ მიმართულებით 2025 წელს ჯამში 63 მილიონი ლარი დაიხარჯება და 66 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება. თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე უკვე დასრულდა 15 სარეაბილიტაციო პროექტი და განახლდა 11,5 კმ სიგრძის ქსელი, მათ შორის, თბილისში - ვასაძის, ჩოლოყაშვილი-წერეთლის, ლიახვის, აწყურის, კაპანაძეების ქუჩები, რუსთავში - ხრამის მაგისტრალური წყალსადენის I ეტაპი.
2025 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს ცხელი წერტილების იდენტიფიცირება-რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ქსელზე არსებული დაზიანებული მონაკვეთების განახლებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში უკვე დაიდენტიფიცირდა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის ყველაზე ხშირად დაზიანებადი 100-მდე მონაკვეთი და დაიგეგმა მათი ოპერატიული განახლება. აღნიშნული მიმართულებით წლის განმავლობაში 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
კომპანიაში მიმდინარე პროექტებს შორის აღსანიშნავია წყალმომარაგების ქსელში წყლის წნევების რეგულირების მიმართულება, რომელიც წყლის რესურსების ოპტიმალურ მართვასა და დანაკარგების შემცირებას ემსახურება. პროექტი მნიშვნელოვნად ამცირებს ქსელების ავარიულად დაზიანების რისკს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად ავლაბრის, ნავთლუღის, სოფელ დიღმისა და ვარკეთილი ზემო პლატოს არეალებში ავარიული დაზიანებების რიცხვი 50%-ით, ხოლო წყლის დანაკარგები 41%-ით შემცირდა.
ქსელის ავარიული დაზიანებებისა და წყალმომარაგების შეზღუდვის არეალების შესამცირებლად მნიშვნელოვან სამუშაოებს ატარებს ჯივიპის მოდერნიზებული საოპერაციო ცენტრები. სამუშაოების ფარგლებში წყალმომარაგების ქსელზე დამონტაჟდა 444 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 30 აკუსტიკური ლოგერი, ამასთანავე ქსელის ავარიული აღდგენის ფარგლებში კაპიტალურად განახლდა 13 კილომეტრამდე სიგრძის ქსელი.
მოძველებული ქსელების განახლების პარალელურად, ჯივიპი აქტიურად მუშაობს წყალმომარაგების სისტემის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მოდერნიზებაზე. პარალელურად წარმატებით მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემების გაციფრულება და ავტომატიზაცია.
განხორციელებული ინვესტიციებისა და სტრატეგიული პროექტების შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია საპილოტე არეალებში, კერძოდ, ქალაქ რუსთავში, თბილისის ზედა ზონებსა და ისანი-სამგორის რაიონში, სადაც მნიშვნელოვნად შემცირდა წყალმომარაგების შეზღუდვის დრო და არეალები, ქსელის ავარიული დაზიანებების რაოდენობა და წყლის დანაკარგები.
გარდა უშუალოდ წყალმომარაგების მომსახურებისა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთვის თანამედროვე სერვისის შეთავაზება. სწორედ ამ მიზნით დაინერგა განახლებული ვებ-გვერდი, რომელიც ჯივიპის აბონენტებს მისცემს შესაძლებლობას უმოკლეს დროში მიიღონ ინფორმაცია და გამარტივებულად, დისტანციურ რეჟიმში ისარგებლონ კომპანიის სერვისებით.