მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7063.1
0.0094
flag
AZN 1.5924
0.0017
flag
CNY 38.059
0.0075
flag
EUR 3.1979
0.0181
flag
GBP 3.6924
0.0124
flag
KZT 50.09
0.0005
flag
TRY 0.0656
0.0001
flag
USD 2.708
0.0029

თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველ ნაკადთან მორიგი შეხვედრა ნათია თურნავამ და ალექსანდრე ძნელაძემ გამართეს

news image

Business Insider Georgia და ეკონომიკური ფორუმი, სახელმწიფო და კერძო სექტორთანთანამშრომლობის ფარგლებში მსმენელთა პირველ ნაკადს მასპინძლობს თბილისის საჯარომენეჯმენტის სკოლის (Tbilisi School of Public Management) სასერტიფიკატო კურსზე.

თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისმხარდაჭერით ხორციელდება. სკოლის პირველ ნაკადთან მორიგი შეხვედრა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ გამართეს.

დისკუსიის თემა საფინანსო სექტორის მდგრადობა | კოორდინაცია კერძო და სახელმწიფოსექტორს შორის.

დისკუსიას მოდერაციას უწევდა Business Insider Georgia- და Economic Forum-ის დამფუძნებელი დაგიორგი აბაშიშვილი

სასწავლი კურსიის მიზანია, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობადასაჯარო და კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება ცოდნისა და გამოცდილებისგაზიარებით.

კურსი სრულიად ინოვაციურია და მის ფარგლებში თითოეული თემის გარშემოცოდნისა და გამოცდილების მიღება, გაზიარება, განხილვა ხდება მხოლოდპარაქტიკული, რეალური მაგალითების გარშემო და მხოლოდ პანელური განხილვისფორმატში - თემის მთავარი წარმდგენის (ან წარმდგენები) და მოდერატორისჩართულობით. კურსი მოიცავს ექვს თემას და თითოეულ თემის განხილვაშიმონაწილეობას იღეებენ სახელმწიფოს მაღალი რანგის თანამდებობის პირები და კერძოსექტორის წამყვანი კომპანიების ცნობილი ბიზნეს ლიდერები: რეფორმები, ბიზნესი დაპარლამენტი, ბიზნესი და სახელმწიფო - ეფექტური კომუნიკაცია და გადაწყვეტილებისმიღების პროცესი, ინვესტიციები, ტექნოლოგიები და საერთაშორისო როლი,სექტორული რეფორმები- ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა, საფინანსოსექტორის მდგრადობა: კოორდინაცია კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის გეოპოლიტიკა, სახელმწიფოს საერთაშორისო როლი და ბიზნესი.

მიმდინარე კურსის ფარგლებში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების 20 წარმომადგენელი

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პროკურატურამ უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

16.09.2025.21:05

საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. 

პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, ,,ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, სისტემატურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას.

ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები. ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.

აღნიშნული ქმედებებით, ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, 2022-2024 წლებში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული. დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის და სხვა აქტივების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ ფაქტებზე, პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში წარსულში გასამართლებულია 7 პირი, რომელთაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაახლოებით 13 მილიონი ლარის ღირებულების აქტივები ჩამოერთვათ“, - აღნიშნეს უწყებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა