მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

თბილისის საბავშვო ბაღებში ვქმნით ისეთ ინფრასტრუქტურას მომავალი თაობებისთვის, რომელიც შეიძლება ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ჰქონდეს - კახა კალაძე

news image

თბილისის მერის, “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის ძალიან საამაყოა, რომ დედაქალაქის საჯარო საბავშვო ბაღებში იქნება ისეთი ინფრასტრუქტურა და გარემო, რომელიც შეიძლება ბევრ ევროპულ, წარმატებულ ქვეყანას არ ჰქონდეს. ამის შესახებ მერმა ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„2012 წელს, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, მახსოვს, მშობელს ბავშვი რომ მიეყვანა საჯარო საბავშვო ბაღში, მას ჰქონდა ყოველთვიური გადასახადი, რაც უმძიმესი ტვირთი იყო ოჯახებისთვის. საარჩევნო კამპანიის დროს, უამრავი ადამიანი შეგხვდა, რომელსაც ელემენტარული შესაძლებლობა არ ჰქონდა ბავშვის ბაღში მისაყვანად. იმ რეფორმის ფარგლებში, რომელიც განვახორციელეთ, ბაღები გავხადეთ უფასო. დღეს შემიძლია დავიტრაბახო, რომ თბილისში ვქმნით ისეთ ინფრასტრუქტურას ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის, რომელიც შეიძლება ბევრ ევროპულ, წარმატებულ ქვეყანას არ ჰქონდეს. ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, დაწყებული სათამაშოებიდან, თეთრეულით დამთავრებული - ყველაფერი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სერტიფიკატებს. გულწრფელად ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა იქმნება ჩვენი პატარებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საჯარო საბავშვო ბაღებში დაგეგმილ ღონისძიებებს, როგორც პრეზენტაციაზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, თბილისის მერია, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 10 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟს და ახლის მშენებლობას გეგმავს. გარდა ამისა, ბენდელიანის ინფორმაციით, ახალი ბაღები აშენდება ლილოს დასახლებასა და ივერთუბანში.


„თბილისის მერიის მართვაშია 190 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც რეგისტრირებულია 60,000აღსაზრდელი და დასაქმებულია 13 500-მდე თანამშრომელი. დაგეგმილია, ჯამში, 3 795 აღსაზრდელზე გათვლილი 10 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა. ასევე, დაგეგმილია 400 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა ლილოს დასახლებაში; ივერთუბანში აშენდება და გაიხსნება ახალი ბაღი, რომელიც მოემსახურება ჯამში 200 აღსაზრდელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, საბავშვო ბაღის 10 შენობას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია და მოემსახურება 3 410 აღსაზრდელს.

გარდა ამისა, როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო უწყვეტად გააგრძელებს ბავშვთა უსაფრთხოებისა და ოპერირების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების მაღალი საერთაშორისო სტანდარტის - HACCP-ის მიმართულებით. გარდა ამისა, ვახორციელებთ ვიდეოსამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემების მონტაჟს; ყველა ახალ ბაღში დაგეგმილი გვაქვს ლიფტების მოწყობა შშმ პირთათვის“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 14 აპრილი დედაენის დღეა

14.04.2026.10:17

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.

1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა.

პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. ამ დღიდან 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა