თბილისის მერიამ ლილოს დასახლებაში რეკრეაციული სივრცე მოაწყო
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად, ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას IV შესახვევში, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა.
სამუშაოების შედეგად, რომელიც 9 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა, მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დაირგო 1 846 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი, ხოლო 6 152 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი.
დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნულ დასახლებაში რამდენიმე წლის წინ საცურაო აუზიც აშენდა, რომლითაც აქტიურად სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა.
„მახსოვს, როდესაც პირველად მოვედი აქ, რა მდგომარეობა იყო ამ ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, ეს სივრცე ყველანაირად მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში დაირგო ახალი მცენარეები, ბავშვებისთვის გაჩნდა შესაბამისი სივრცე, სადაც დამონტაჟდა ატრაქციონები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ახალი განათების ბოძები LED სანათებით, სარწყავი სისტემები. ძალიან მაგარია იმ თვალსაზრისით, რომ აქვე არის ორი ძალიან დიდი სკოლა - საჯარო და კერძო. რამდენიმე წლის წინ ჩვენ აქვე დავასრულეთ საცურაო აუზის პროექტი, რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს. ამ რეკრეაციული სივრცის მოწყობაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ახლად მოწყობილი რეკრეაციული სივრცე ასევე დაათვალიერეს სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ, პარლამენტის წევრებმა, სოზარ სუბარმა და ქეთევან ჩარკვიანმა და თბილისის საკრებულოს წევრმა რევაზ სოხაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.19:15
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.
სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.
„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.
კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.