მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083
0.0113
flag
AZN 1.601
-0.0015
flag
CNY 38.005
0.003
flag
EUR 3.191
0.0028
flag
GBP 3.7287
-0.0089
flag
KZT 52.33
-0.0001
flag
TRY 0.0684
0.0001
flag
USD 2.7227
-0.0009

თბილისის მერიამ ბოლო წლებში სკოლამდელი განათლების მიმართულება მილიარდ ნახევარი ლარით დააფინანსა

news image

„სკოლამდელი განათლების მიმართულება ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ის, მთლიანობაში, მილიარდ ნახევარი ლარით დაფინანსდა“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ დღეს დედაქალაქის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ოპერირებას უწევს 190 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღს, სადაც რეგისტრირებულია 60 000 აღსაზრდელი.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, რომ ბაღებში თანამედროვე სტანდარტისთვის მიგვეღწია, ამიტომ აქტიურად დავიწყეთ ახალი ბაღების მშენებლობა, რომელიც თვისობრივად განსხვავდება ძველისგან და ყველა იმ საჭირო ინვენტარს მოიცავს, რაც თანამედროვე ბაღს სჭირდება. ამ წლებში თბილისში აშენდა და გაიხსნა 26 საბავშვო ბაღის ახალი შენობა; სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ჩაუტარდა 14 ბაღის შენობას; 8 ბაღში ჩატარდა სრულყოფილი სარემონტო სამუშაოები; დაიწყო და მიმდინარეობს 6 საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა და 2 ბაღის ავარიული შენობების სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე დედაქალაქში არსებული ყველა საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტს არ დააკმაყოფილებს.

მისივე თქმით, გარდა ინფრასტრუქტურული მიმართულებისა, სააგენტო მუშაობს სერვისის ხარისხის ამაღლებაზეც.

„ბაღებში უკვე დავნერგეთ სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების მაღალი საერთაშორისო სტანდარტი HACCP; დაინერგა ვიდეოსამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემები; ყველა ახალ ბაღში ლიფტებია შშმ პირთათვის; დაინერგა ავეჯის განთავსებისა და რესურსული მასალების ხარისხის კონტროლის სტანდარტი“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

გარდა ამისა, ანდრია ბასილაიას თქმით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელთა შორისაა საზაფხულო ბაღები, რომლის რაოდენობა გაიზარდა 40-იდან 55-მდე და პროექტით სულ 20 000 აღსაზრდელი სარგებლობს. ამასთან, მისივე განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინიდან ლტოლვილმა 1 000-ზე მეტმა ბავშვმა 3 სპეციალიზებულ ბაღში მიიღო სკოლამდელი განათლებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა

30.06.2025.17:05

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა. ახალი მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

მანამდე ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანამდებობას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა