თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში 50-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე დელეგატს ვუმასპინძლებთ - ნათია თურნავა
პირველად, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, „თბილისის ფინანსური სამიტი" გაიმართება. ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივად ორგანიზებულ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, სამიტს 1000-მდე დელეგატი ეყოლება.
„თბილისის ფინანსური სამიტი უმასპინძლებს 1000-მდე სტუმარს, რომლებიც საქართველოში 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვლენ. მათ შორის წარმოდგენილი იქნება ფინანსური ინდუსტრიის ლიდერები და ბიზნეს სექტორი. მსჯელობა წარიმართება აბრეშუმის გზის ფორუმის ფორმატში და მოიცავს ჩვენს რეგიონს, როგორც დამაკავშირებელ დერეფანს ევროპასა და აზიას შორის. გვაქვს შესაძლებლობა და ამბიცია, საქართველო გავხადოთ არა მხოლოდ ლოგისტიკური, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, არამედ ფინანსური ჰაბი რეგიონისთვის", - აცხადებს ნათია თურნავა.
ღონისძიება 22 და 23 ოქტომბერს ჩატარდება. სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ უახლესი ფინანსური ინოვაციები, რეგიონული განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობა.
სხვა სიახლეები
აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნებათ - განათლების სამინისტრო
08.12.2025.23:23
აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნებათ, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მომავალი წლიდან აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ სახელმწიფო, თუ კერძო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები“, - აცხადებენ სამინისტროში.