მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოში ცალკეული სექტორების სინქრონული განვითარება - მარიამ ქვრივიშვილი

news image

„ჩვენი მიზანია, რომ საქართველომ მაქსიმალურად გაზრდილი მგზავრთნაკადის და ტურისტული ნაკადების ღირსეულად მასპინძლობა უზრუნველყოს. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, სიღრმისეული ანალიზი გავაკეთეთ და მომზადდა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გეგმა ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. განსაზღვრული გვაქვს მგზავრთნაკადის, ტვირთბრუნვისა და ტურისტული ნაკადების პროგნოზი 2050 წლამდე. უკვე ცალსახად ვხედავთ, რომ თბილისის დღეს არსებული აეროპორტი, მისი ტერიტორიული სიმჭიდროვიდან გამომდინარე, ვერ შეძლებს, გაზრდილ მგზავრთნაკადს გაუმკლავდეს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში რეკორდული მონაცემები დაფიქსირდა და დღეისათვის 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120-ზე მეტი პირდაპირი მიმართულებით ოპერირებს.

„ეს არის ისტორიული მაქსიმუმი და ფაქტობრივად, ყოველ კვარტალში ერთხელ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია შემოგვყავს. ეს კიდევ ერთხელ არის ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტის აღიარება. ასევე რეკორდულია ტურიზმიდან შემოსავლებიც, რომელმაც 2025 წლის სამ კვარტალში 3,6 მლრდ დოლარი შეადგინა და რეკორდულია ასევე ტურისტული ნაკადები და დინამიკა. სწორედ ამიტომ, გეგმაზომიერად ვიყურებით მომავალში იმისათვის, რომ თანმიმდევრულად განვავითაროთ უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო ინფრასტუქტურა," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოში ცალკეული სექტორების სინქრონული განვითარება.

„სწორედ ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შესახებ. ახალ აეროპორტს ექნება 2 ახალი მნიშვნელოვანი ფუნქცია - პირველ რიგში, იქნება ტრანზიტულ - ლოგისტიკური ჰაბი და შეიძენს სატრანზიტო ფუნქციასაც. გარდა ამისა, გვინდა განვავითაროთ საჰაერო ტვირთბრუნვა და უზრუნველვყოთ ისეთი დამატებითი სერვისების შექმნა საავიაციო ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზე, რაც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის ზრდას და ამ ეკოსისტემაში დიდ ეკონომიკურ ღირებულებას შეიტანს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 

მინისტრის ინფორმაციით, ვაზიანის აეროპორტი ექსპლუატაციაში 2031 წელს უნდა შევიდეს.

„პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1,250 მლრდ დოლარი იქნება. ვინ იქნება ახალი აეროპორტის ინვესტორი და ოპერატორი, ეს ღია საერთაშორისო ტენდერის საგანია, რომელსაც სახელმწიფო ძალიან გამჭვირვალე პროცედურით ჩაატარებს," - აღნიშნა მან.  

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მსხვილი პროექტების საერთაშორისო პარტნიორის შერჩევის პროცესში სახელმწიფო მხოლოდ საქართველოს ინტერესებით იხელმძღვანელებს.

„ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, მიდგომა თქვენ ნახეთ „იგლ ჰილსის" კონტრაქტში, იგივეს ნახავთ ანაკლიის პროექტში და აეროპორტის შემთხვევაშიც. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობს. ჩვენ არ ვეძებთ მხოლოდ ინვესტორს, რომელსაც შეუძლია 1,250 მლრდ დოლარის ინვესტიცია მოიძიოს, არამედ შევარჩევთ ისეთ პარტნიორს, რომელიც გამოცდილია აეროპორტის ოპერირებასა და მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის კუთხით, რადგან ჩვენი ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურა დაკავშირებულია საავიაციო სექტორის განვითარებასთან," - აღნიშნა მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

18.11.2025.11:52

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა.

„შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს რძის და რძის ნაწარმის კონტროლს პირველადი წარმოებიდან რეალიზაციამდე. მოწმდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი). სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად იღებენ რძის და რძის ნაწარმის ნიმუშებს. რძის შემკრებ პუნქტებსა და გადამმუშავებელი საწარმოებში ლაბორატორიულად მოწმდება ნედლი რძე, რომლისაგანაც მზადდება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი. შემოწმების და კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა, ბრუცელოზი, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენები (ანტიბიოტიკები), აფლატოქსინი, ტყვია და სხვა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია არარეგისტრირებული წარმოებების გამოვლენა და კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევა. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. აქედან 20-მდე მეწარმემ სააგენტოს მიმართა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.

სააგენტო რეგულარულად მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია. დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ჩართულობა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე-15-01.“

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა