მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.1
0.0019
flag
AZN 1.594
-0.0002
flag
CNY 38.037
0.0025
flag
EUR 3.1508
0.0097
flag
GBP 3.6205
0.0055
flag
KZT 50.26
-0.0018
flag
TRY 0.0648
-0.0001
flag
USD 2.7108
-0.0003

თბილისის აეროპორტში ერთ კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების გატანის ფაქტები აღიკვეთა

news image

ინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი" განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების გატანის 2 ფაქტი აღკვეთეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს, მებაჟე ოფიცრებმა ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთებში 1 კილოგრამზე მეტი, სხვადასხვა ზომის ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 431 065 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმში ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი მიიღებს მონაწილეობას

16.10.2025.14:25

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი,  ალგერნონ იაუ „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 22 ოქტომბერს  გაიხსნება.  იაუ სიტყვით გამოვა პანელზე - Rewiring Global Trade

ალგერნონ იაუ ეკონომიკური განვითარების მდივნის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებს. იგი ასევე მუშაობდა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ავიაციისა და ლოჯისტიკის სექტორებში, იყო Greater Bay Airlines-ის და Cathay Dragon-ის აღმასრულებელი დირექტორი, Cathay Pacific-ის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი და Cathay Pacific-ის მომსახურების მიწოდების დირექტორი. 

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი," რომელიც 2025 წლიდან ტარდება,  უკვე დამკვიდრდა მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმად როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. საქართველოს ჩართულობა ამ მასშტაბის პროექტში ზრდის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და პროექტში მონაწილე სახელმწიფოებს შორის, ასევე  ხელს უწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა