მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7092.3
0.0725
flag
AZN 1.601
0.0167
flag
CNY 37.946
0.0471
flag
EUR 3.1909
0.0627
flag
GBP 3.6943
0.0674
flag
KZT 50.57
0.0078
flag
TRY 0.0668
0.0007
flag
USD 2.7226
0.0284

თბილისის ადგილობრივი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა

news image

დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგინულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაშიმასპინძლობს.

 

ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება. ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა. საკუთარ გამოსვლაში დედაქალაქის მერმა ყურადღება მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ფორუმის ყველა მონაწილესა და დამსწრე საზოგადოებას ღონისძიებაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა

 

წლევანდელი ფორუმი ყველაზე მასშტაბურია და მისი თემატიკაამშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“, რაც პირდაპირ ეხმიანება ჩვენს ერთობლივ მისიას - შევინარჩუნოთ მშვიდობა. არაერთხელ გვითქვამს, რომ არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში, დღეს მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, რადგან ის გვაძლევს საშუალებას, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა

 

ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინაში და ზოგადად, მთელ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა მშვიდობის ფასი და უალტერნატივობა. ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და ინვესტიციების მოზიდვა სწორედ მშვიდ, სტაბილურ და გაწონასწორებულ ქვეყანაში მიიღწევა. ამიტომ, მშვიდობა არ არის მხოლოდ სახელმწიფოებრივი სტრატეგიის, სამხედრო ან პოლიტიკური დღის წესრიგის რიგითი საკითხი. ის არის ფუნდამენტური სოციალური და ეკონომიკური რესურსი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის განვითარებას ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინვესტიციების მოზიდვა, ტურისტული პოტენციალის ზრდა თუ სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა კახა კალაძემ

 

მისივე თქმით, წლევანდელი ფორუმი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხმიანება, როგორებიცაა: ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, უძრავი ქონების ბაზარი და თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში. ღონისძიების მონაწილეები ასევე, იმსჯელებენ დემოგრაფიისა და მიგრაციის, სივრცითი მოწყობის, სატრანსპორტო რეფორმისა და ქალაქის განვითარებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვან თემებზე.  

 

ჩვენი სტრატეგიული მისწრაფება ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების დამატებითი წინაპირობების შექმნაა, რაც თავის მხრივ, მოიცავს სისტემური ეკონომიკური საფუძვლების, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის, ინოვაციური ეკოსისტემის, ჯანდაცვის მუნიციპალური სერვისების შემუშავებასა და გაძლიერებას. გისურვებთ პროდუქტიულ მუშაობას და ეფექტიან თანამშრომლობას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ; ვიყოთ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმ პატარა ქვეყნისა, რომელსაც კულტურის, დამწერლობის, მევენახეობა-მეღვინეობისა თუ სხვა არაერთი ღირსების პარალელურად, შეუძლია, იყოს ქვაკუთხედი მშვიდობის შენების, განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის საკითხებში“, - აღნიშნა თბილისის მერმა

 

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის (TBILISI RFSD) ფარგლებში, დედაქალაქი ყოველწლიურად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მასპინძლობს

 

ღონისძიების მიზანი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობა, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ცირკულარული ეკონომიკა, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში და სხვა.

 

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ასევე, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image GCCA-ის გვერდის ავლით განხორციელებულ კონცენტრაციებთან მიმართებით სამი პირი დაჯარიმდა

13.08.2025.13:03

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA)შესაბამისი წარმოების ფარგლებშისააგენტოს გვერდის ავლით განხორციელებული, წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების 3 ფაქტი გამოავლინა.

საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამივე შემთხვევაში შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულება ფიზიკურ პირს გააჩნდა, რის გამოც თითოეული მათგანი 10 000 ლარით დაჯარიმდა და მათ სააგენტოში განხორციელებული კონცენტრაციების თაობაზე შეტყობინების წარმოდგენა დაევალათ. საქმე ეხება FMCG, გათბობა-გაგრილების სისტემების რეალიზაცია-შეკეთებისა და შავი ლითონის ჯართით საბითუმო ვაჭრობის სექტორებს.

ინფორმაციითვის: სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი/პირები ჯარიმდება. GCCA-თვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი. 

GCCA-ის მიერ 2025 წელს, ორი კვარტლის მონაცემებით, ჯამში 10 528 ტრანზაქცია გადამოწმდა. საანგარიშო პერიოდში, თანხმობა გაიცა 11 კონცენტრაციაზე, ხოლო 3 შეტყობინებასთან დაკავშირებით საქმის შესწავლა მიმდინარე რეჟიმშია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა