„თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმში ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი მიიღებს მონაწილეობას
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი, ალგერნონ იაუ „თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 22 ოქტომბერს გაიხსნება. იაუ სიტყვით გამოვა პანელზე - Rewiring Global Trade
ალგერნონ იაუ ეკონომიკური განვითარების მდივნის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებს. იგი ასევე მუშაობდა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ავიაციისა და ლოჯისტიკის სექტორებში, იყო Greater Bay Airlines-ის და Cathay Dragon-ის აღმასრულებელი დირექტორი, Cathay Pacific-ის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი და Cathay Pacific-ის მომსახურების მიწოდების დირექტორი.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი," რომელიც 2025 წლიდან ტარდება, უკვე დამკვიდრდა მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმად როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. საქართველოს ჩართულობა ამ მასშტაბის პროექტში ზრდის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და პროექტში მონაწილე სახელმწიფოებს შორის, ასევე ხელს უწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.
სხვა სიახლეები
16.10.2025.16:46
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკს შეხვდნენ.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. საუბარი ასევე შეეხო გლობალურ გამოწვევებსა და რისკებს.
აღინიშნა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკამ გლობალური გამოწვევების მიმართ მდგრადობა აჩვენა, რომელიც ეფუძნება სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოსა და მყარ ფუნდამენტურ ფაქტორებს.
ხაზი გაესვა სებ-ის თანმიმდევრულ მონეტარული პოლიტიკას და ფასების სტაბილურობას, საფინანსო სექტორის ჯანსაღ ინდიკატორებს, რამაც საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა განაპირობა.
განიხილეს ეკონომიკური ზრდის ტენდენციები. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდის მიღწევა ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პირობებში მოხდა, რაც ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია.
მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და სსფ-ს საშემფასებლო მისიების მომავალ ვიზიტებზე საქართველოში.
სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე. ასევე, სებ-ის მაკროეკონიმიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე.