თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი გამოვა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრება და საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, მაღალი დონის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმი 22-23 ოქტომბერს მეხუთედ გაიმართება და მას 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრებთან ერთად დაესწრებიან მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები და საერთაშორისო რანგის ექსპერტები.
პირველად, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, 23 ოქტომბერს თბილისის ფინანსური სამიტი გაიმართება, რომელიც თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა. ფინანსური სამიტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან – Global Finance and Technology Network (GFTN) – პარტნიორობით ჩაატარებენ.
ფორუმის ფარგლებში პანელურ სესიებზე განხილულ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა საერთაშორისო ვაჭრობა და არსებული გამოწვევები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, შუა დერეფნის განვითარება, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია და სხვ. ცალკე პანელური სესია მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და შესაძლებლობების განხილვას.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" პირველად 10 წლის წინ, 2015 წელს გაიმართა და მას შემდეგ ის ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
01.05.2026.08:57
პირველ მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც წვიმაა, +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი 5 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +19 იქნება დღისით, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +14 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.