მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7094.2
-0.0025
flag
AZN 1.5962
-0.0009
flag
CNY 38.161
-0.0085
flag
EUR 3.1514
-0.0107
flag
GBP 3.5766
-0.0132
flag
KZT 51.14
-0.0036
flag
TRY 0.0646
-0.0001
flag
USD 2.7139
-0.0015

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე განვიხილეთ ის პოტენციალი, რაც ჩვენს რეგიონს აქვს, გარდაიქმნას და განვითარდეს როგორც ციფრული ჰაბი - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

„წლევანდელ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს რამდენიმე ფაქტორი გამოარჩევდა. პირველ რიგში, ეს იყო მეხუთე საიუბილეო ფორუმი საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობით როგორც პოლიტიკური წრეებიდან, ასევე ბიზნეს სექტორიდან - 2000-ზე მეტი დელეგატი 70-ზე მეტი ქვეყნიდან. მნიშვნელოვანია, რომ პირველად ფორუმის ფარგლებში თბილისის საფინანსო სამიტი ჩატარდა. ფორუმის ფარგლებში ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა, რომლებიც შუა დერეფნის განვითარების გამოწვევებს უკავშირდებოდა", - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, 22-23 ოქტომბერს გაიმართა.

ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს შეეხებოდა. მასთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ გლობალური კორპორაციების - „გუგლის" და „ნოკიას", აგრეთვე მსოფლიო ბანკისა და უნივერსალური საფოსტო კავშირის წარმომადგენლები და სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მინისტრის მოადგილე. „ღიად ვისაუბრეთ იმ პოტენციალზე, რაც რეგიონს აქვს, გარდაიქმნას და განვითარდეს როგორც ციფრული ჰაბი. ჩემი აზრით, ციფრული დერეფნის პოტენციალი, მისი თვისებიდან გამომდინარე, გაცილებით დიდია, ვიდრე ფიზიკური დაკავშირებადობის," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თითოეული უნივერსიტეტი თუ საგანმანათლებო პროგრამა ზუსტად უნდა ასახავდეს იმ მოთხოვნას, რაც ბიზნესის საჭიროებას პირდაპირპროპორციულად ემთხვევა - მარიამ ქვრივიშვილი

31.10.2025.15:46

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო უმაღლესი განათლების რეფორმის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლით გაიხსნა.

ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ეს განათლების სფეროში უმნიშვნელოვანესი რეფორმაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს სექტორებისთვის მაკრო შეფასების გაკეთება.

„თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ უზრუნველვყოთ და დავაბლანსოთ  შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი, მოვახდინოთ მომდევნო წლების შესაძლებლობების დაგეგმარება, რასაც თითოეული დამსაქმებელი შექმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. ამავდროულად სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მაკრო შეფასების გაკეთება უშუალოდ სექტორებისთვის. დღევანდელი შეხვედრისთვის ჩვენ პატარა სიმულაცია გავაკეთეთ და ვნახეთ, თუ მომდევნო წლის და ასევე ხუთი წლის შეფასებით, რამდენ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის ბიზნესი, ასევე - სად არის გამოწვევები - კონკრეტულად რომელ პოზიციებზე, რომელ სექტორებში. შემდგომ გავაკეთეთ მაკრო შეფასება იმ ახალ სექტორებთან მიმართებაში და ახალი ინვესტიციების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ველოდებით, ან უკვე ვიცით, რომ განხორციელდება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხვა წევრებმა - განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, ასევე  პარლამენტის წევრმა შოთა ბერეკაშვილმა.

"ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ერთიანი ძალისხმევით შევქმნათ ახალი გზამკვლევი, რომლითაც გვეცოდინება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას თითოეულ დარგში სად აქვს გამოწვევა, სად არის კადრის დეფიციტი ან პირიქით. შემდეგ კი, სწორი მოდელით, კარგად ვიმუშაოთ განათლების სამინისტროსთან, რათა თითოეული უნივერსიტეტი თუ საგანმანათლებო პროგრამა ზუსტად ასახავდეს იმ მოთხოვნას, რაც ბიზნესის საჭიროებას პირდაპირპროპორციულად ემთხვევა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, პროფესიული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა - საინფორმაციო, სტუმარმასპინძლობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის სექტორები და ა.შ. 

„პრემიერმა დღეს არაერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ახალი სამუშაო ძალის გენერირება და პროფესიული განათლება ნამდვილად აჩქარებს ამ პროცესს. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ, რომ თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობით უმოკლეს ვადებში პრემიერ-მინისტრს წარვუდგინოთ ბიზნესისა და სახელმწიფოს შეჯერებული პოზიცია - მომდევნო ხუთწლიან პერსპექტივაში რომელ სექტორებში, რომელ პოზიციებზე და რომელ კონკრეტულ ადგილებზე იქნება საჭიროება იმისთვის, რომ განათლების რეფორმა - იქნება ეს უმაღლესი თუ პროფესიული განათლება, სრულად იყოს ამ ლოგიკაზე აწყობილი, რათა თითოეულ კურსდამთავრებულს ნამდვილად ჰქონდეს შესაძლებლობა შემდგომში  სახელმწიფო თუ კერძო სექტორში დასაქმდეს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა