„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს ევროკავშირისა და საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო მდივნის მოადგილე მიიღებს მონაწილეობას
უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს ევროკავშირისა და საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, პეტერ ჰოლიჩა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელზე - „Energy Crossroads – Choices for a secure Future" სიტყვით გამოვა და დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
პეტერ ჰოლიჩამ საერთაშორისო კარიერა 2019 წელს დაიწყო და მუშაობდა როგორც ევროკომისიაში, ასევე უნგრეთის ევროკავშირთან მუდმივ წარმომადგენლობაში. დღეს ჰოლიჩა პასუხისმგებელიაენერგეტიკის სამინისტროს ორმხრივი, მრავალმხრივი და ინდუსტრიული ურთიერთობების მართვაზე, რომლებიც უნგრეთის ენერგეტიკულ პრიორიტეტებს შეეხება.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი," რომელიც მეხუთედ იმართება, ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული გაღრმავების შესაძლებლობაა. უკვე დამკვიდრებული მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ჩატარდება, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობების დამყარებისთვისაა შექმნილი. ფორუმზე 50-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატია მოწვეული.
აბრეშუმის გზის ფორუმი 2015 წელს დაარსდა და ტრადიციულად, საქართველოს დედაქალაქში ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
სხვა სიახლეები
17.10.2025.17:38
19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე ველორბოლა „თბილისის თასი" გაიმართება, რის გამოც 09:00 -დან 12:00 საათამდე, რუსთაველის გამზირზე ზეთისხილის ხის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე საგზაო მონაკვეთში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით.
ამასთანავე, მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება - ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების, ხოლო შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გავლით.
ხოლო, უკუმიმართულებით მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილები მოხვდებიან - გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გამოყენებით. თავისუფლების მოედანზე გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მეტროსადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით.
შეზღუდვის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მერაბ კოსტავას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს - მიხეილ ჯავახიშვილის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან კი დადგენილი სქემით განაგრძობს სვლას. უკუ მიმართულებისას მიმავალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, მერაბ კოსტავას ქუჩას კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.