„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელურ დისკუსიაში აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი მიიღებს მონაწილეობას
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელზე სახელწოდებით „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე" 22 ოქტომბერს მოხსენებას გააკეთებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი.
ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა პროფესიული კარიერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო რესურსების, ტექნოლოგიების ცენტრისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტში დაიწყო. მოგვიანებით ნაბიევი საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს საფინანსო, საბუღალტრო და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობას რაშად ნაბიევი 2021 წლის 26 იანვრიდან იკავებს.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც 22-23 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით მეხუთედ გაიმართება, გლობალური დაკავშირებადობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ღონისძიება ხელს უწყობს ქვეყნების მეტ ჩართულობას „შუა დერეფნის" ინიციატივაში და აძლიერებს ხედვას, რომლის მიხედვითაც, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ფაქტორი დაკავშირებადობაა. წელს ღონისძიებას 2000-მდე დელეგატი, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესის სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეყოლება.
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
სხვა სიახლეები
15.10.2025.17:36
საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანი და პრესტიჟული საკონსულტაციო კომპანია Skytrax-ის პრეზიდენტი ედუარდ პლაისტედი, აეროპორტის ყოველწლიური სერვისების და ხარისხის შეფასების მიზნით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უკვე მეოთხედ ეწვია. ის პირადად გაეცნო გასული ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს და ტავ ჯორჯიას მენეჯმენტისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა დაგეგმილი და ჩატარებული სამუშაოების შესახებ.
13-14 ოქტომბერს, Skytrax-ის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული შემოწმების ფარგლებში შეფასდა მომსახურების ხარისხი, ინფრასტრუქტურა, მგზავრთა გამოცდილება და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რაც წარმოადგენს ამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების ნაწილს.
Skytrax-ი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ავიაციის სფეროში მომსახურების ხარისხს აფასებს. ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული აუდიტი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ შეფასებას.
უკვე წლებია, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, რომლებსაც ტავ ჯორჯია მართავს, Skytrax-ის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში ხვდებიან, რაც აეროპორტის ხარისხის და სერვისის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ზრდას ასახავს და ხაზს უსვამს აეროპორტის განვითარებისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.