მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7083
0.0021
flag
AZN 1.5941
0.002
flag
CNY 38.077
0.0065
flag
EUR 3.1475
-0.0085
flag
GBP 3.626
-0.0068
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0.0001
flag
USD 2.711
0.0034

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა - პრემიერი

news image
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, -  ამის შესსახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
 
მთავრობის მეთაურის შეფასებით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება.
 
„გულითადად მოგესალმებით და მოხარული ვარ, გიმასპინძლოთ თბილისში, მეხუთე საიუბილეო „აბრეშუმის გზის ფორუმზე".
2015 წელს, როდესაც ამ ფორუმს საფუძველი ჩაეყარა, ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა პლატფორმა დიალოგისთვის. დღეს, ათი წლის შემდეგ, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ შეხვედრების ადგილი. ის იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება.
განსაკუთრებით მიხარია, რომ დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების - სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. თქვენი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს გვაქვს საერთო ხედვა - ერთობლივი ძალისხმევით ვაქციოთ ჩვენი რეგიონი მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების სივრცედ. 
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა. ასევე, ძალზე გვახარებს მაღალი რანგის სტუმართა ჩამობრძანება ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან თუ მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის მონაწილეობა, რაც ამ ფორუმს გლობალურ მასშტაბს სძენს.
სიმბოლურია, რომ ეს ფორუმი იმართება საქართველოში - ქვეყანაში, რომელიც ისტორიულად იყო და რჩება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდად. საუკუნეების განმავლობაში, აბრეშუმის გზაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებდა, მოძრაობდა არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ კულტურა, იდეები და პროგრესი. დღეს, მსოფლიო ტრანსფორმაციების ეპოქაში, ახალი გამოწვევების და, ამავდროულად, შესაძლებლობათა წინაშე, ისტორიული აბრეშუმის გზის იდეა იძენს სრულიად ახალ, საკვანძო მნიშვნელობას. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა - ინვესტიცია კავშირებში, ზრდა სტაბილურობაში - სწორედ ამ ახალ გამოწვევებზე პასუხს წარმოადგენს", -  განაცხადა პრემიერმა.
 
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს სლოგანი ამავდროულად ზუსტად ასახავს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას. 
 
„დღეს, როდესაც მსოფლიო ტრადიციული სავაჭრო გზებისა და მიწოდების ჯაჭვების გადაფასების, ახალი მარშრუტების ძიების პროცესშია, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისა და განმტკიცებისკენ. ეს აუცილებელი პირობაა, რათა საქართველო ვაქციოთ რეგიონის ეკონომიკური და ლოგისტიკური ცენტრის მყარ ღერძად. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა უმთავრესი კაპიტალია, რომელიც ჩვენს პარტნიორებსა და ინვესტორებს შეგვიძლია შევთავაზოთ", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს - ნიკოლ ფაშინიანი

22.10.2025.13:41

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონში სატრანსპორტო კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, სამ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარება ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში ეს ურთიერთობები გარდაიქმნას ინსტიტუციურ მიღწევად. სატრანსპორტო კავშირები საერთო სარგებელსა და შემოსავალს მოუტანს სამივე ქვეყანას. ამისი გავლენა იქნება ეკონომიკური ზრდა, უფრო დიდი ფისკალური გავლენა, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა, საჯარო ფინანსების მართვა და საზოგადოებების განვითარება. ჩვენი ქვეყნები აცნობიერებენ, რომ ეს ყველას ინტერესშია“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს, რაც ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის ზრდასა და განვითარებას ნიშნავს.

22 ოქტომბერს რიგით მეხუთე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიხსნა. ღონისძიებაში 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა